რეგიონი
ტრაილერის მძღოლის კლასტერის 4 კონტაქტი ჩხოროწყუდან საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს
ჩხოროწყუდან ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 4 ადამიანი გადაიყვანეს, ხოლო თვითიზოლაციაში 10 მოქალაქე იმყოფება. ამის შესახებ ჟურნალისტებს მუნიციპალიტეტის „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორმა ნინო ჯომიდავამ უთხრა. მისივე ინფორმაციით, ისინი ტრაილერის მძღოლის კლასტერის კონტაქტები არიან.

„კარანტინში ერთი ოჯახის წევრები გადაიყვანეს, ცოლ-ქმარი და ორი ბავშვი. ისინი ერთ-ერთ ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში იყვნენ. დანარჩენი 10 ადამიანი კი შორეულ კონტაქტად ითვლება და თვითიზოლაციაში იმყოფება“,- ამბობს ჯომიდავა

ინფორმაციისთვის, ტრაილერის მძღოლის კლასტერს 7 ინფიცირებული უკავშირდება. 30-ზე მეტი დადასტურებული კონტაქტიდან უმეტესობა არასრულწლოვანია. ყველა მათგანი ანაკლიიის საკარანტინო სივრცეში იმყოფება.


ზუგდიდის „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ხელმძღვანელის ნანა ოდიშარიას თქმით, ტრაილერის მძღოლის კონტაქტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით იკვლევენ. ის ვარაუდობს, რომ კლასტერი გაფართოვდება.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
21 / მაისი 2024
გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში „საქონლის რეალიზაციის მცდელობისას“ ადგილობრივი მცხოვრებისგან, 323 ცალი ერთეული საიუველირო ნაკეთობა ამოიღეს.
21 / მაისი 2024
სენაკში, 25 წლის მამაკაცის მკვლელობისთვის დაკავებული 21 წლის ლ.ს. თავს დამნაშავედ არ ცნობს.
20 / მაისი 2024
ზუგდიდში “აგენტების” კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები კვლავ შეიკრიბნენ და ქალაქის მასშტაბით მსვლელობა მოაწყეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 23 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ფოთი 18 °C
img
მესტია 12 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.