ახალი ამბები
ზუგდიდის ინფექციურში ​გამოკვლეულ 164 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გუშინ Covid19-ზე 164 პირის ბიოლოგიური ნიმუში გაიტესტა. ​ გამოკვლეულთა შორის არიან ცხელების ცენტრების პაციენტები, სამედიცინო პერსონალი, შს სამინისტროს და ფოთის საბაჟოს თანამშრომლები, ასევე ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში მყოფი მოქალაქეები. ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია.

ამავე ცნობით, რუხის საავადმყოფოში მოთავსებული კოვიდ-დადასტურებული პირის შუალედური ტესტირების შედეგი უარყოფითია, თუმცა ის გამოჯანმრთელებულად არ ითვლება. მისი განმეორებითი ანალიზის პასუხი დღეს გახდება ცნობილი. 

საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 921 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ერთი პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 781-ს შეადგენს.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 18 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.