რეგიონი
კოვიდინფიცირებულმა პირმა თბილისი-ზუგდიდის მატარებლით იმგზავრა
ზუგდიდის „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალმა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინა, თბილისი-ზუგდიდის მატარებლით იმგზავრა. მათივე ცნობით, ის 28 აგვისტოს ჩამოვიდა და სასტუმროში დაბინავდა. ეპიდემიოლოგებმა ამ ეტაპისთვის, მისი კონტაქტების ნაწილი უკვე დაადგინეს და თვითიზოლააციის რეკომენდაცია გასცეს.

„ინფიცირებული პაციენტი თბილისში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია. მგზავრების ნაწილს უკვე დავუკავშირდით და ისინი გადაყვანილები არიან იზოლაციაში. ის მოქალაქეები, რომლებსაც სახლში აქვთ პირობები, თვითიზოლაციაში იქნებიან, ხოლო დანარჩენებს გადავიყვანთ იზოლაციაში. ვაგონს გარეთ დადგენილია სამი კონტაქტი და ისინი უკვე იმყოფებიან იზოლაციაში. რაც შეეხება ტაქსის მძღოლს, რომელმაც მგზავრი სასტუმრომდე მიიყვანა, ის ჯერ არ გვიპოვია. პაციენტი ვერ იხსენებს მანქანის ვერც მარკას და ვერც ფერს, მიმდინარეობს მოძიება. როგორც ცნობილია, მატარებელში ყველა მგზავრი პირბადით არის. აქედან გამომდინარე, მთელი ვაგონის იზოლაციაში გადაყვანა, ვფიქრობთ, საჭირო არ იქნება...ამ წუთებშიც მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევები და რამდენიმე ხანში გვეცოდინება ზუსტი ციფრები“, - თქვა ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ.

ინფორმაციისთვის, კოვიდინფიცირებული ახალგაზრდა ქალი რუხის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
27 / აპრილი 2024
მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის სახალხო დ ფოლკლორის თეატრში ანტი-ლგბტ კანონს განიხილავენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 13 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.