ახალი ამბები
კოვიდდადასტურებული სენაკელი ექიმი რუხის საავადმყოფოში მოათავსეს, შეჰყავთ კიდევ რამდენიმე ინფიცირებული - საავადმყოფო
სენაკელი ექიმი, რომელსაც ახალი კორონავირუსი დღეს დაუდგინდა, რუხის კლინიკაშია მოთავსებული. საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მაიკო ჯანაშიას ინფორმაციით, პაციენტი მათთან ცოტა ხნის წინ შეიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერ არა აქვს. მისივე თქმით, ამ წუთებში საავადმყოფოში კიდევ შეჰყავთ კოვიდდადასტურებული პაციენტები.

"ახლაც შემოჰყავს სასწრაფოს პაციენტები, თუმცა ზუსტ ციფრს ვერ გეტყვით, არ მაქვს მათთან ჯერ კონტაქტი, უნდა მოხდეს მათი აღრიცხვა. დაზუსტებული ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი", - აღნიშნა ჯანაშიამ.

ინფორმაციისთვის, სენაკელ ქალს კოვიდ19 ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში დაუდგინეს.ის სენაკში, კლინიკა "არქიმედეს" თანამშრომელია, ასევე მუშაობს ფოთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში. სენაკის მერიის "საზოგადოებრივი ჯანდაცვის" დირექტორის ინფორმაციით, ექიმი, სავარაუდოდ, მაშინ დაინფიცირდა, როდესაც სასწრაფო დახმარების მანქანით ბათუმიდან თბილისში ინფიცირებული პაციენტები გადაჰყავდათ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
28 / აპრილი 2024
რუსეთი ოკუპანტია - ასე მიმართეს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობებმა სპექტაკლის შემდეგ დამსწრეებს.
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 13 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.