ახალი ამბები
სამეგრელოში კოვიდ19-ის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 258 ახალი დადასტურებული შემთხვევა, მათ შორის, სამეგრელო-ზემო სვანეთში 19 დაფიქსირდა. ქვეყნის მასშტაბით, ბოლო დღე-რამის განმავლობაში, ჩატარდა 9 653 კვლევა ტესტით, მათ შორის, 4 697 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 956 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.67%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.6%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.5%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 571 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 261 637-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 435 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 258 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 132 შემთხვევა, აჭარა - 7, იმერეთი - 35, ქვემო ქართლი - 8, შიდა ქართლი - 16, გურია - 15, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 19, კახეთი -16, მცხეთა-მთიანეთი - 3, სამცხე-ჯავახეთი - 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 257, საიდანაც: 1 723 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 735, აჭარაში - 192, იმერეთში - 404. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 344 პირი, მათ შორის, თბილისში - 117, აჭარაში - 39, იმერეთში - 114. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 96 პირი, მათგან თბილისში - 61, აჭარაში- 9, იმერეთში - 9. 231 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 126 - თბილისში, 90 - აჭარაში, 14 - იმერეთში. 1 303 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 328 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 104, ხოლო აჭარაში - 100.

სულ 6 ოქტომბრიდან - 20 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 015 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 9 524 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 4 841 პირი, აჭარაში - 546, იმერეთში - 1 011.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 268 355-ს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
17 / მაისი 2024
სოხუმში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა. მისი გახსნის ცერემონიას, თავად ასლან ბჟანია და მისი ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აბესალომ კვარჩია ესწრებოდნენ.
17 / მაისი 2024
შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის სტატისტიკით, სამეგრელო-ზემო სვანეთში 2024 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით, ქალზე ძალადობის 7 შემთხვევა მოხდა.
17 / მაისი 2024
ზუგდიდში ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრიდან ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად მსვლელობა მიმდინარეობს. მას ეპარქიის სასულიერო პირები უძღვებიან. მას არ ესწრება მეუფე გერასიმე.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 10 °C
img
სოხუმი 10 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 1 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.