ახალი ამბები
სოხუმმა შეზღუდვების ნაწილი მოხსნა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი შემსუბუქდა. დოკუმენტის თანახმად, 13 მაისიდან აკრძალვები მოიხსნა მასობრივი, მათ შორის საზეიმო და სპორტული ღონისძიებების ჩატარებაზე, თუმცა, აქვე აღნიშნულია, რომ მკაცრდება დახურულ სივრცეში სანიტარულ - ჰიგიენური ნორმების დაცვაზე კონტროლი.

ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს ურჩევს ატარონ ნიღბები და თავი შეიკავონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მისვლისგან. სასურსათო და აგრარულ ბაზრებში, ასევე ბაზრობებზე, კვირაში ერთხელ უნდა ჩატარდეს სადეზინფექციო სამუშაოები. ასევე, სკოლამდელი დაწესებულებები და სკოლები, შეუფერხებლად უნდა მომარაგდეს დამცვი საშუალებებით.

ბოლო მონაცემებით, აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსის 15 006 შემთხვევა დაფიქსირდა, ადამიანი, გარდაიცვალა 226 ადამიანი, გამოჯანრთელდა - 14 025.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა "სპუტნიკ V" სოხუმში მოსკოვიდან 30 აპრილს ჩაიტანეს, ვაქცინაციის კამპანია კი 11 მაისს დაიწყო.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
18 / მაისი 2024
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების'' ვეტო დაადო.
18 / მაისი 2024
მორიგი აქცია გაიმართა ზუგდიდში ,,აგენტების'' კანონის გასაპროტესტებლად.
18 / მაისი 2024
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გორის გვირაბში 21, 23 და 24 მაისს ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.