ახალი ამბები
სოხუმში რუსული სამხედრო მობილური ჰოსპიტალი მეორედ განთავსდება
რუსეთის მრავალპროფილური მობილური ჰოსპიტალი უკვე სოხუმშია, ინფორმაციას სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, უახლოეს პერიოდში, რუსი სამხედრო ექიმები Covid-19-ით ინფიცირებული პაციენტები მიღებას დაიწყებენ. 

რუსული მობილური სამედიცინო ქვედანაყოფის შემადგენლობაშია 100-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 30 ერთეული სამხედრო ტექნიკა. ჰოსპიტალი, რომელიც 100 საწოლზეა გათვლილი, პანსიონატ "აიტარის" ტერიტორიაზე მოეწყობა.

საველე ჰოსპიტალი აღჭურვილია ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის აპარატებით, ინტენსიური დაკვირვების მონიტორებით, რენტგენის და ულტრაბგერითი აპარატებით და სისხლის ანალიზატორებით.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა ედუარდ ბუთბამ ჟურნალისტებს 12 აგვისტოს განუცხადა, რომ ისინი მზად არიან რუსული სამხედრო საველე ჰოსპიტალის მისაღებად. მისივე თქმით, პანდემიის პერიოდში, ჰოსპიტალი უკვე მეორედ ჩამოდის აფხაზი მედიკოსების დასახმარებლად. იმავე დღეს, "პრემიერ - მინისტრმა" ალექსანდრე ანქვაბმა თქვა, რომ პანსიონატის ორი კორპუსი, სადაც ამჟამად ტურისტები ცხოვრობენ, იზოლირებული იქნება ჰოსპიტალისგან.

გარდა ამისა, აფხაზეთში ჩავიდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის დანაყოფები, 30 სპეციალისტი და 10 სპეცავტომობილი. ისინი სოციალური ობიექტების დეზინფექციას გეგმავენ.

რუსული სამხედრო საველე ჰოსპიტალი აფხაზეთში 2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის მარტამდე მოქმედებდა.

ბოლო მონაცემებით, სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 162 და გარდაცვალების 5 შემთხვევა დაადასტურა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსის 23 813 შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა - 350, გამოჯანმრთელდა 19 385 მოქალაქე.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
05 / მაისი 2024
მესტიაში სოფელ ნაკრაში რამდენიმე დღის წინ ავტომობილი მდინარეში გადავარდნილი სამი ერთ-ერთის, მე-12 კლასელი გოგონას ცხედარი
05 / მაისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალურჯი ტრანსპორტის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს მუნიციპალიტეტის
05 / მაისი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ სააღდგომო ღვთისმსახურება ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 12 °C
img
სოხუმი 10 °C
img
ფოთი 11 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.