რეგიონი
აფხაზეთში COVID-19-ით კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 497 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 149 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამავე ცნობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 2 პაციენტი გარდაიცვალა. ისინი რუსულ საველე ჰოსპიტალში მკურნალობდენ. ორივე გარდაცვლილი ქალია და მათი ასაკი 83-დან 90 წლამდე მერყეობს.


ამ ეტაპზე გუდაუთის კოვიდკლინიკაში 79 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 36-ის მდგომარეობა მძიმეა, სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 41 პაციენტია მოთავსებული, მათგან მძიმედაა 12, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 22, გაგრის კლინიკაში – 32, მათგან 6 - მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო ტყვარჩელში 10 პაციენტი მკურნალობს. რუსულ სამხედრო საველე ჰოსპიტალში 100 პირი იმყოფება, მათგან 12 მძიმე პაციენტი ჰყავთ.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში კორონავირუსის 31 194 შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა - 450, გამოჯანმრთელდა 26 512 მოქალაქე.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
18 / მაისი 2024
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გორის გვირაბში 21, 23 და 24 მაისს ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება.
17 / მაისი 2024
სოხუმში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა. მისი გახსნის ცერემონიას, თავად ასლან ბჟანია და მისი ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აბესალომ კვარჩია ესწრებოდნენ.
17 / მაისი 2024
შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის სტატისტიკით, სამეგრელო-ზემო სვანეთში 2024 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით, ქალზე ძალადობის 7 შემთხვევა მოხდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 18 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.