რუბრიკები
თაფლის ტორტი
ინგრედიენტები: კარაქი 100 გ შაქარი 100 გ თაფლი 1 ჭიქა კვერცხი 2 დიდი ან 3 პატარა სოდა 1 ჩ.კ ფქვილი 2.5 ჭიქა კრემი: არაჟანი 27%-30% 500 გ ნაღები 35 % 300 გ შაქარი 1/2 ჭიქა შავი ქლიავის ჩირი 300 გ ნიგოზი 200 გ, მოხალული მომზადების წესი შეურიეთ თაფლი, შაქარი, სოდა, კვერცხი და კარაქი. დადგით ორთქლის აბაზანაზე და გამუდმებით ურიეთ, რომ კვერცხი არ აიჭრას. როცა მასა ერთგვაროვანი გახდება, დაამატეთ ფქვილი და კოვზით კარგად აურიეთ. გადააფარეთ თავზე და გააციეთ. შეგიძლიათ 12 საათი მაცივარშიც შეინახოთ მაცივრიდან გამოღების შემდეგ ოტახის ტემპერატურაზე დატოვეთ დასარბილებლად. ცომი გახდება ძალიან რბილი. 2 სავსე კოვზი ცომი გადაიტანეთ ქაღალდჩაფენილ ფორმაში და გაანაწილეთ. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 7-10 წუთი, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს. ასევე გაიმეორეთ დანარჩენ ფირფიტებზეც. სულ გამოდის 5 ფირფიტა. გვერდები ჩამოუსწორეთ დანით. კრემი: არაჟანი შაქართან ერთად ათქვიფეთ. ცალკე ათქვიფეთ ნაღები , შემდეგ კი ერთმანეთს შეურიეთ ეს ორი მასა. შავი ქლიავი და ნიგოზი წვრილად დაჭერით. პირველ ფირფიტას წაუსვით კრემი და მოაყარეთ ქლიავი. მეორე ფენას კრემი და ნიგოზი. მესამე ფენას კვლავ კრემი და ქლიავი. მეოთხე ფენას კრემი და ნიგოზი. ბოლო ფენას წაუსვით კრემი და დაფხვნილი ფორფიტის ნატეხები ნიგოზთან ერთად. ასევე წაუსვით გვერდებზეც.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
20 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია სამეგრელოს არქაული სამეურნეო ნაგებობებისა და მათ უკან მდგომი კულტურის ამბებზე.
13 / ნოემბერი 2025
სამეგრელოში მარანი ერთ-ერთი უძველესი და განსაკუთრებული ნაგებობაა, რომელიც ღვინის დასაყენებლად და შესანახად გამოიყენება.
06 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ და მრავალმხრივ ცოცხალ კულტურულ მემკვიდრეობაზე, რომელიც ჩვენს ფუძემდებლურ ისტორიასთან, მეგრელების სახლებთან არის დაკავშირებული.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ნოემბერი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.