საქართველოს დამოუკიდებლობის 107-ე წლისთავთან დაკავშირებით, ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე დილიდან მიმდინარეობს საზეიმო ღონისძიებები. მოქალაქეები გასართობ, შემეცნებით, სპორტულ, კულინარიულ სივრცეებს სტუმრობენ და მონაწილეობენ სხვადასხვა აქტივობაში. ცენტრალური ბულვარის ტერიტორიაზე იმართება თეატრალური მსვლელობები. ტრადიციულად, წარმოდგენილია საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა, რომელსაც ყველა თაობის ზუგდიდელი დიდი ინტერესით ათვალიერებს. ამასთან, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, განთავსებულია საქართველოს კონსტიტუციის ინსტალაცია.
17:10 წუთზე კი, მაშინ როდესაც 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, გაჟღერდება ქვეყნის ეროვნული ჰიმნი.
მასალის გამოყენების პირობები