პოლიტიკა
გამოკითხულთა უმეტესობას საქართველოს ახლანდელი ურთიერთობა რუსეთთან არ მოსწონს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობას საქართველოს ახლანდელი ურთიერთობა რუსეთთან არ მოსწონს. შეკითხვაზე, მოგწონთ თუ არა საქართველოს ახლანდელი ურთიერთობა რუსეთთან, კატეგორიას "არ მომწონს", რესპონდენტთა 73 პროცენტი ირჩევს. გამოკითხულთა 17 პროცენტს საქართველოს ამჟამინდელი ურთიერთობა რუსეთთან მოსწონს, დანარჩენთაგან კი ნაწილმა შეკითხვაზე პასუხი არ იცის, ნაწილი კი მასზე პასუხისგან თავს იკავებს. გამოკითხულთა უმეტესობის – 42 პროცენტის შეფასებით, რუსეთი საქართველოსთვის რეალურ და არსებულ საფრთხეს წარმოადგენს, 36 პროცენტი მიიჩნევს, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ ეს საფრთხე გაზვიადებულია, 15 პროცენტის აზრით, რუსეთი საქართველოსთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს, 6%-მა კი შეკითხვაზე პასუხი არ იცის. NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 23 ივლისიდან 7 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. პირდაპირი ინტერვიუს გზით 3338 რესპონდენტი გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC საქართველო
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
23 / აპრილი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ბრწყინვალე შვიდეულის კვირაზე - მეგრულად „თანაფაზე“ (სავსე აღდგომა), რომელიც მრავალ უძველეს რიტუალსა და ტრადიციას აერთიანებს.
16 / აპრილი 2026
სამეგრელოში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული "თანაფა" უძველესი ტრადიციებითა და მდიდარი სემანტიკური მნიშვნელობით გამოირჩევა.
09 / აპრილი 2026
სამეგრელოში დიდმარხვის 7 კვირიან პერიოდში მორწმუნეები მკაცრად იცავდნენ მარხვის წესებს, განსაკუთრებით ვნების კვირაში.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2026 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.