კორონავირუსი
ზუგდიდში, გასვენებებზე მოქალაქეებს შორის დისტანცია გაკონტროლდება
სამართალდამცავები და ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსაურის თანამშრომლები მუნიციპალიტეტში გასვენებებსა და სამძიმრებზე მოქალქეებს შორის დისტანციის დაცვას გააკონტროლებენ. ამის შესახებ მერმა გიორგი შენგელიამ ბრიფინგზე ისაუბრა. მისივე თქმით, თუ არ იქნება უკვე გაცემული რეკომენდაციები დაცული უფრო მკაცრი ზომები გატარდება.



„ჩვენს რეგიონში ძალიან დიდი პრობლემაა. ძალიან რთულია მოქალაქეებს შევუზღუდოთ გასვენებებში მისვლა. ჩვენი ზედამხედველობის და პოლიციის თანამშრომლები აკონტროლებენ ამ პროცესს. მაქსიმალურად ვაძლევთ რეკომენდაციებს, არ შეიკრიბონ დისტანციის დაცვის გარეშე. სადაც იქნება წინააღმდეგობები იქ უფრო მკაცრი ზომები გატარდება“, - თქვა მერმა.

ის მოქალქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს, რათა თავიდან ავიცილოთ ახალი კორონავირუსის გავრცელება.
Print