დადიანების სასახლეთა საგანძური
დადიანებში დაცული XX საუკუნის მხატვრობა
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს გამოფენას ,,დადიანებში დაცული XX საუკუნის მხატვრობა“. დარბაზში წარმოდგენილია მეოცე საუკუნის ქართველი მხატვრების ელენე ახვლედიანის, ლეოპოლდ ძაძამიძის, გივი ნარმანიას, რობერტ სტურუას(უფროსი), მამია ახობაძის, გივი თორაძის, მიხეილ გაბუნიას, ჯიბსონ ხუნდაძის, ირინე ელიაშვილის, რუსუდან ფეტვიაშვილის, ედმონდ კალანდაძის, ირაკლია ფაჩულიას და სხვათა ნამუშევრები.
გამოფენის შესახებ საუბრობს - დადიანების სასახლეთა ისტორიულ - არქიტექტურული მუზეუმის სახვითი ხელოვნების ფონდის მცველი ფერიდე აფაქიძე.

რადიო ,,ათინათის'' და ზუგდიდის ისტორიულ - არქიტექტურული მუზუმის ერთობლივი გადაცემა ,,დადიანების სასახლეთა საგანძური''.

Print