ახალი ამბები
დადიანების მუზეუმის ეზოში ბრინჯაოს ქანდაკება დააზიანეს
ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმის შესასვლელ ჭიშკართან კოლხური ქალ- ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკება კვარცხლბეკიდან ჩამოადგეს. მუზეუმის დირექტორმა ლილი ბერაიამ არ იცის, როდის დააზაინეს ქანდაკება.

„მე როგორც მითხრეს, წერილიც იყო დატოვებული, რომ ეს წარმართული ძეგლია და აქ არ უნდა იყოსო, თუმცა, თავად არ მინახავს ეს წერილი. სხვა არაფერი ვიცი“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ბერაიამ.



გვიან ბრინჯაოს ხანის, ძვ. წ. აღ-ით VIII-VII საუკუნის ბრინჯაოს ქალ-ღვთაების ქანდაკებები არქეოლოგებმა ცაიშის სამარხებში აღმოაჩინეს. კოლხური ქალ- ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკება მუზეუმის ეზოში რამდენიმე თვის წინ დაიდგა.

შს სამინისტროში მომხდარზე გამოძიება 187-ე ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით დაიწყო.

ამავე თემაზე:

დადიანების მუზეუმის შესასვლელთან კოლხური ქალ-ღვთაების ქანდაკება დაიდგმება (ვიდეო)

Print