ახალი ამბები
ენმ-ის წევრებმა ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს სახელმწიფო დროშა გადააფარეს
სენაკის ენმ-ის რაიონული ორგანიზაციის წევრებმა ოკუპირებულ გალში, ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე დაუდგენელ ვითარებაში გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს სახელმწიფო დროშა გადააფარეს.

"სამწუხაროდ ირაკლი კვარაცხელია მთელ საქართველოს მოგვიკლეს და ეს არ არის პირველი ფაქტი. ჩვენს თანამოქალაქეებს მერამდენე შემთხვევაა უკვე წამებით კლავენ. სამწუხაროდ, ჩვენი სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეების დასაცავად არაფერს არ აკეთებს საოკუპაციო ზოლის გასწვრივ. ასევე მინდა აღვნიშნო ის ფაქტიც, ერთგვარი მოთხოვნაც საერთაშორისო დამკვირვებლების მიმართ, რომ მათზე დაკისრებული მოვალეობა შეასრულონ ბოლომდე და მსგავსი ფაქტების განხორციელებაში ხელი შეუშალონ რუს ოკუპანტებს. დარწმუნებული ვარ, ირაკლის და ჩვენი ბიჭების მკვლელები დაისჯებიან და პასუხს აგებენ", - თქვა ენმ-ის წარმომადგენელმა გოგიტა ოდიშარიამ.

ირაკლი კვარაცხელია სენაკში, იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარშია დასვენებული. მას 3 საათზე დაკრძალავენ.

ამავე თემაზე:

გიგი უგულავა: ხელის გაშვერა არ მინდა, მაგრამ პასუხისმგებლობა ივანიშვილის რეჟიმს ეკისრება

ოთარ დანელია: მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა, რომ ოკუპანტს მოეთხოვოს პასუხი

პატრიარქის კურთხევით ირაკლი კვარაცხელიას წესი აუგეს (ვიდეო)

ოკუპირებულ ნაბაკევში გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიას დღეს დაკრძალავენ

ირაკლი კვარაცხელიას ახლობლებს გიგა ოთხოზორიას ოჯახმა მიუსამძიმრა

ფაქტები და პასუხგაუცემელი კითხვები ოკუპირებულ გალში ირაკლი კვარაცხელიას სიკვდილის შესახებ (ფოტო)
Print