ახალი ამბები
ოთარ დანელია: მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა, რომ ოკუპანტს მოეთხოვოს პასუხი
აბაშისა და მარტვილის მაჟორიტარის ოთარ დანელიას თქმით, აუცილებელია, რომ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ შესაბამისი რეაგირება ხელისუფლებამ საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით მოახდინოს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს სენაკში, ოკუპირებულ გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას სამძიმარზე უთხრა.

"დღეს არის უმძიმესი დღე, ეს არის ჩვენი კიდევ ერთი ტრაგედია. იმ პირობებში, როცა საქართველოს ტერიტორიების დიდი ნაწილია ოკუპირებული, ხდება ფაქტები, რომლებზეც ჩვენ სრული კონტროლი არ გვაქვს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა, რათა მაქსიმალურად პასუხი მოეთხოვოს ოკუპანტს იმ თემებთან და პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც რეალურად და ყოველდღიურად ხდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სწორი რეაგირება, ამასთან, უნდა დაველოდოთ ექსპერტიზის საბოლოო დასკვნას იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ჰქონდა ზეწოლას ადგილი და შესაბამისი რეაგირება გავაკეთოთ საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით",- აღნიშნა პარლამენტის წევრმა.

ოჯახს სამძიმარი ასევე გამოუცხადეს სენაკის მერმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის, ასევე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს წარმომადგენლებმა.

სენაკის ენმ-ის რაიონული ორგანიზაციის წევრებმა კი ცხედარს სახელმწიფო დროშა გადააფარეს.

ირაკლი კვარაცხელია სენაკში, ტაძარშია დასვენებული, მას რამდენიმე საათში დაკრძალავენ.

ამავე თემაზე: 

პატრიარქის კურთხევით ირაკლი კვარაცხელიას წესი აუგეს (ვიდეო)

ოკუპირებულ ნაბაკევში გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიას დღეს დაკრძალავენ

გუბერნატორმა ოკუპირებული ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა

ირაკლი კვარაცხელიას ძმა: ჩემი ძმა ჯერ აწამეს და მერე ჩამოკიდეს

ფაქტები და პასუხგაუცემელი კითხვები ოკუპირებულ გალში ირაკლი კვარაცხელიას სიკვდილის შესახებ (ფოტო)
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
12 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია „ცხრა“-ზე, რომელიც მეგრულ კულტურაში საკრალურ რიცხვად მიიჩნეოდა.
12 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია „ცხრა“-ზე, რომელიც მეგრულ კულტურაში საკრალურ რიცხვად მიიჩნეოდა.
06 / თებერვალი 2026
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
12 / თებერვალი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.