ახალი ამბები
გიგი უგულავა: ხელის გაშვერა არ მინდა, მაგრამ პასუხისმგებლობა ივანიშვილის რეჟიმს ეკისრება
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სენაკში იმყოფებოდა, სადაც ოკუპირებული ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს მიუსამძიმრა. უგულავა ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულს კონკრეტული პირები ჩადიან, პასუხისმგებლობა არსებულ რეალობაზე საქართველოს მთავრობას ეკისრება.

"პირველ რიგში მინდა ირაკლის ოჯახს და ახლობლებს მივუსამძიმრო ეს უდიდესი ტრაგედია. ეს არის მათი ტრაგედია და ჩვენი ქვეყნის ტრაგედია. სამწუხაროდ, მე არ მინდა ხელი გავიშვირო კონკრეტული ადამიანებისკენ, რადგან კონკრეტულ ბოროტებას, კონკრეტული ადამიანები ჩადიან, რომლებიც სასჯელს იმსახურებენ, მაგრამ პასუხისმგებლობა ეკისრება იმ მთავრობას, რომელმაც მიიყვანა ქვეყანა მდგომარეობამდე, როცა საქართველოს პატივს არ სცემენ მისი მეგობრები, საქართველოსი არ ეშინიათ მის მტრებს. ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილის რეჟიმს პირველ რიგში. შეუძლებელია ქვეყანამ აიტანოს, როცა მის შვილებს კლავენ, ხელისუფლება კი იმდენსაც არ აკეთებს, რომ საერთაშორისო სანქციების ქვეშ ნორმალურად მოაქციოს ის ადამიანები, ვინც ტრაგედია დაატეხა თავს ქვეყანას და ამ ოჯახებს. შეუძლებელია კავკასიაში ქვეყანამ იარსებოს თავმოყვარეობის და პატივისცემის გარეშე და ყველაზე ცუდი რაც დღეს ხდება არის ეს - ჩვენ დავემგვანეთ ქვეყანას, რომელსაც მეზობლები, პარტნიორები აღარ სცემენ პატივს და მტრებს მისი არ ეშინია. როცა ასეთი რაღაცეები ხდება, ქვეყნის მთავრობა მოვალეა დაიცვას მოსახლეობის და მოქალაქეების სიცოცხლე, საკუთრება, ოჯახის წევრები და ღირსება. დაიცვას პროპორციულად, სამართლიანად და ადეკვატურად. ხაზს ვუსვამ - თუ ამას ხელისუფლება ვერ ახერხებს და ადამიანებს გვიკლავენ, ხელისუფლება მოვალეა ყველაფერი გააკეთოს რათა აღსრულდეს მართლმსაჯულება, რაც არ უნდა მძიმედ, პროვოკაციულად და არაპოლიტკორექტულად უნდა ჟღერდეს ეს. თუ ხელისუფლება ამას ვერ აკეთებს - ის უნდა წავიდეს. საქართველო ვერ იარსებებს კავკასიაში, ღირსებისა და პატივისცემის გარეშე. ეს საკითხი უკვე ამ ჭრილში განიხილება და ასე დგას ქვეყნის მოქალაქეების მიერ და სამწუხაროდ ასე არ დგას მისი ხელისუფლების მიერ", -განაცხადა უგულავამ.

ოჯახს მასთან ერთად თენგიზ გუნავამ და ბათლომე შელიამაც მიუსამძიმრეს.

ირაკლი კვარაცხელიას დღეს სამ საათზე დაკრძალავენ.

ამავე თემაზე:

ოთარ დანელია: მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა, რომ ოკუპანტს მოეთხოვოს პასუხი

პატრიარქის კურთხევით ირაკლი კვარაცხელიას წესი აუგეს (ვიდეო)

ოკუპირებულ ნაბაკევში გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიას დღეს დაკრძალავენ

ფაქტები და პასუხგაუცემელი კითხვები ოკუპირებულ გალში ირაკლი კვარაცხელიას სიკვდილის შესახებ (ფოტო)


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
09 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
03 / ოქტომბერი 2025
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
09 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.