ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულომ მერიის ახალი სტრუქტურა ხმაურის ფონზე დაამტკიცა (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მერიის მიერ შემუშავებული სტრუქტურული რეორგანიზაციის პროექტი დაამტკიცა. გადაწყვეტილებას მხარი ოპოზიციური ფრაქციების ენმ-სა და "ევროპული საქართველოს" წევრებმა არ დაუჭირეს. საკითხის მიღებამდე საკრებულოში რეორგანიზაციის დეტალებზე მსჯელობისას ერთმანეთს ოპოზიციონერი და უმრავლესობის წევრი დეპუტატები დაუპისპირდნენ.

მერიის სამუშაო ჯგუფის შემუშავებული პროექტით, 2019 წლის 12 სექტემბერიდან მერია 37-ით ნაკლები თანამშრომლითა და ათის ნაცვლად 9 სამსახურით იმუშავებს. გაუქმდა ან ერთმანეთს შეუერთდა რამდენიმე განყოფილებაც.

პარალელურად, 171 ათასი ლარით შემცირდა სახელფასო ფონდი, თუმცა, ამავე დროს, პროფესიულ საჯარო მოხელეებს ხელფასები 50-დან 300 ლარამდე თანხით გაეზარდათ.
Print