რეგიონი
დადიანების მუზეუმის თანამშრომლები აღარ გაიფიცებიან
დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის თანამშრომლები აღარ გაიფიცებიან.  ამის შესხებ რადიო „ათინათს“ მუზეუმის თანამშრომელმა ელზა ზოდელავამ უთხრა. მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას დავალებით, მათ კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ  და ხელფასების მომატებას დაჰპირდნენ.

„ზუგდიდში ყოფნისას შევხვდი პრემიერს გიორგი გახარიას და ჩვენი პრობლემების შესახებ მოვუყევი. დამპირდა, ამ საკითხს მივხედავო და სწორედ მისი დავალებით ჩამოვიდნენ კულტურის სამინისტროს თანამშრომლები, რომლებმაც გვითხრეს, რომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი ხელფასები გაიზარდოს. შეგვპირდნენ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში მუზეუმის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება აისახოს.  ჩვენც დაველოდებით ორი თვე და აღარ გავიფიცებით“,- ამბობს ზოდელავა.

ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტორული მუზეუმის თანამშრომლები ხელფასების მომატების მოთხოვნით გაფიცვას პირველ ნოემბერს აპირებდნენ.

ამავე თემაზე:

დადიანების მუზეუმის თანამშრომლები გაფიცვებით იმუქრებიან

სამინისტრო: ვმუშაობთ, რომ დადიანების მუზეუმის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება მოწესრიგებული იყოს

დადიანების მუზეუმის თანამშრომლები ხელფასების მომატების მოთხოვნით პრემიერ-მინისტრს მიმართავენ (ვიდეო)
Print