ახალი ამბები
აქტივისტებმა ზუგდიდის მერიას საღებავი შეასხეს
სამოქალაქო აქტივისტებმა ზუგდიდის მერიის შენობას წუხელ, გვიან ღამით ყვითელი და ლურჯი ფერების საღებავი შეასხეს. მათი თქმით, პროტესტი უკრაინის საკითხზე ადგილობრივი ხელისუფლების დუმილს უკავშირდება. 

"ზუგდიდის მერიას არ დაუფიქსირებია ოფიციალური პოზიცია უკრაინის თემაზე. მხოლოდ მერიის რამდენიმე თანამშრომლის ფეისბუქზე დროშიანი ჩარჩოს დაყენება არაფერს ნიშნავს. გადავწყვიტეთ, კიდევ ერთხელ შევახსენოთ ეს საკითხი", - ამბობს ერთ-ერთი აქტივისტი.

მისივე თქმით, ისინი შენობის წინ სოლიდარობის ნიშნად უკრაინის დროშის აღმართვას ითხოვენ და იმედოვნებენ, რომ მერია შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.




Print