ახალი ამბები
ზუგდიდში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
ზუგდიდში, ჭითაწყარში, ხუთსულიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ადგილობრივების ინფორმაციით, ოჯახის წევრებმა ცეცხლი გვიან შენიშნეს.

საბოლოოდ, მეხანძრეებმა ცეცხლის ლიკვიდირება შეძლეს, თუმცა, ავეჯისა და ნივთების გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო, სასწრაფო - სამედიცინო ბრიგადები და საპატრულო პოლიცია

შემთხვევა, რომლის შედეგად არავინ დაშავებულა დღეს მოხდა.
Print