ახალი ამბები
ზუგდიდში "ბოლო ზარი" 1079 მოსწავლისთვის დაირეკა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ საჯარო და კერძო სკოლებში დღეს "ბოლო ზარი" 1079 ახალგაზრდისთვის დაირეკა. ამის შესახებ რადიო "ათინათს" ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ადმინისტრაციაში უთხრეს. ამავე ცნობით, ყველაზე ნაკლები, 4 მოსწავლე ჰყავს ორულუს საჯარო სკოლას.

კურსდამთავრებულთათვის "ბოლო ზართან" დაკავშირებით მერიამ გასართობი ღონისძიება დაგეგმა, რომელიც 22 მაისს გაიმართება. კონცერტზე მუსიკალური ჯგუფი "Killages" დაუკრავს.
Print