ახალი ამბები
"ბოლო ზარზე" გამოსვლისთვის ზუგდიდის მერია "KILLAGES"-ს 15 ათას ლარს გადაუხდის
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლების კურსდამთავრებულთათვის "ბოლო ზართან" დაკავშირებულ გასართობ ღონისძიებაზე ქართული მუსიკალური ჯგუფი "Killages" დაუკრავს, რაშიც მერია მათ 15 000 ლარს გადაუხდის. კონცერტი 22 მაისსაა დაგეგმილი და როგორც გამარტივებული შესყიდვის დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, შემსრულებლები ახალგაზრდული სათათბიროს მოთხოვნის შესაბამისად შეარჩიეს.

"დასახელებული მუსიკალური ჯგუფის მოწვევა ემყარებოდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით დაფუძნებული ახალგაზრდული სათათბიროს მოთხოვნას, რომელიც წარმოადგენს ახალგაზრდების ნებაყოფლობით გაერთიანებას და მოიცავს 300-მდე ახალგაზრდას. სათათბირომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ჩაატარეს გამოკითხვა, "ბოლო ზართან" დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებაზე მათთვის სასურველი მუსიკალური ბენდის გამოსავლენად, რომლის შედეგად დასახელდა მუსიკალური ჯგუფი "Killages". შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ გაითვალისწინა ახალგაზრდების თხოვნა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ჯგუფის მოწვევასთან და მუსიკალური პროგრამის შესრულების მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით", - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

ამასთან, დაახლოებით ამდენივე (15 525 ლარი) უჯდება ბიუჯეტს საკონცერტო სცენის მოწყობა და "ფერების ფესტივალის" ორგანიზებაც,  რომელსაც "შპს სთორი +" უზრუნველყოფს. აღნიშნული მომსახურებისთვის მერიას 25 ათასამდე ლარი ჰქონდა გამოყოფილი.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.