ახალი ამბები
გადაკეტილი გზა და მოვაჭრეების უშედეგო პროტესტი (ვიდეო)
აქციის მონაწილეებმა ქალაქის ცენტრალური ქუჩის გადაკეტვა მხოლოდ10 წუთით მოახერხეს, საპატრულო პოლიციამ ისინი სავალი ნაწილიდან მალევე გაიყვანა. 50- მდე გარემოვაჭრემ გზის გადაკეტვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც რამდენიმე საათიანი აქციის შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლებისგან ვერანაირი პასუხი ვერ მიიღო.

პროტესტიის მონაწილეებს მერის მოადგილე, კობა ჯიქია, პიკეტირების დასრულების შემდეგ შეხვდა და  ბაზრის ტერიტორიაზე ალტერნატიული ადგილის გამოყოფა და გადასახადებზე შეღავათი შესთავაზა, - „ჩვენ შევთავაზეთ სამი ალტერნატიული ადგილი ბაზრის შიგნით, ასევე შევპირდით, რომ სამი თვის განმავლობაში გადასახადს არ გადაიხდიდნენ“.

"რამდენიმე დღის წინ გვითხრეს დროებით ივაჭრეთო, ახლა ისევ აღარ გვრთავენ ნებას. სესხები გვაქვს აღებული, შიმშილით ხომ არ უნდა დავიხოცოთ. ", - შეთავაზება გარემოვაჭრეებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, ამბობენ, რომ ბაზარში მაღალი გადასახადებია და ესეც რომ არ იყოს, ბაზრის შიდა მოვაჭრეები ტერიტორიაზე მათ შესვლას ეწინააღმდეგებიან.

აქციის მონაწილეებმა საკუთარი მოთხოვნები დღეს ზუგდიდის მერსაც გააცნეს. ირაკლი გოგოხია შენობიდან მაშინ გამოვიდა, როდესაც გარემოვაჭრეები მის მოადგილესთან მოლაპარაკეებზე შესულ წარმომადგენლებს ელოდებოდნენ.

შედეგი ვერც ამ შეხვედრამ გამოიღო. გარემოვაჭრეები ბოლოს იმ იმედით დაიშალნენ, რომ ხვალ შედგება კიდევ ერთი მოლაპარაკება, რომელიც მათ სასარგებლოდ გადაწყდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
01 / მაისი 2024
არქიმანდრიტი შიო (კვარაცხელია) მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აქვეყნებს პოსტს, რომელშიც სახარებიდან იუდეის მეფე ჰეროდეს ამბავს ახსენებს:
01 / მაისი 2024
2 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისამდე, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და სეტყვის დროს ქარის ხანმოკლე გაძლიერება.
01 / მაისი 2024
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.