ახალი ამბები
ზუგდიდის სასამართლოში სოფლის ყოფილი რწმუნებულების საქმის მოსმენა დაიწყო (ვიდეო)
დღეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გამგეობიდან გათავისუფლებულების საქმის წინა სასამართლო სხდომა გაიმართა. ყოფილი საჯარო მოხელეების უფლებებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. მუნიციპალიტეტის სოფლებში გამგებლის 8 წარმომადგენელი დაკავებული თანამდებობიდან კონკურსის შედეგების საფუძველზე გაათავისუფლეს, რომელიც გასული წლის ნოემბერში ჩატარდა. სოფლის ყოფილი გამგებლები აცხადებენ, რომ ისინი სამსახურიდან უსამართლოდ, პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.

დღევანდელ სხდომას გამგეობის წარმომადგენელი არ დასწრებია, რის გამოც მოსამართლე ლაურა მიქავამ, მოსარჩელე მხარის წინააღმდეგობის მიუხედავად, პროცესი რამდენიმე კვირით გადადო. როგორც პროცესზე გახდა ცნობილი, გამგეობის წარმომადგენელი სხდომას შვებულებაში ყოფნის გამო ვერ დაესწრო.

საიას იურისტის მირზა მამულაძის თქმით, მოპასუხე მხარეს საკმარისი დრო ჰქონდა იმისთვის, რომ შვებულება პროცესის თარიღისთვის არ დაემთხვია და დღეს სხდომაზე გამოცხადებულიყო.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ სასამართლოში გახმოვანებული მიზეზი, რის გამოც სხდომა გადაიდო, ეწინააღმდეგება სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების პრინციპებს", - განაცხადა პროცესის დასრულების შემდეგ მირზა მამულაძე.

გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე მოსარჩელე მხარემ ინგირის ადმინისტრაციული ერთეულის ყოფილი გამგებლის გურამ ჯეჯელავს სარჩელი გამოითხოვა.  ჯეჯელავამ რადიო "ათინათს" სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ სარჩელი საკუთარი სურვილით გამოითხოვა, რადგან "ეს ყველაფერი ნერვიულობად არ უღირს".

ყოფილ რწმუნებულებს გამგეობის მიმართ სხვა პრეტენზიაც აქვთ. მათი ინფორმაციით, კონკურსის პროცესს პროფკავშირების წარმომადგენელი ლავრენტი ალანია არ დასწრებია, თუმცა მისი შეფასება და ხელმოწერა ოქმში ასახულია. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე აღნიშნული ოქმის ბათილად ცნობას ითხოვს.

სოფლის ყოფილი გამგებლები ასევე აცხადებენ, რომ კონკურსამდე გამგებლის მოადგილე, რომელიც ამავდროულად საკონკურსო კომისიის წევრი იყო, მათ დადებითად ახასიათებდა.

"არცერთი გაფრთხილება, საჩივარი ან შენიშვნა არ მიმიღია. პირიქით, ატესტაციამდე შვიდი დღით ადრე მამუკა წოწერიამ დახასიათებაში დადებითად შემაფასა და ჩემს არაერთ კარგ თვისებას გაუსვა ხაზი", - თქვა ყულიშკარის ყოფილმა გამგებელმა მიხეილ ქვარაიამ.

გამგეობის ყოფილი თანამშრომლების საქმეზე მთავარი სხდომა 24 თებერვალს ჩაინიშნა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
01 / მაისი 2024
ზუგდიდიდან თბილისში “აგენტების” კანონის საწინააღმდეგო აქციაზე და წუხელ განვითარებული მოვლენების გასაპროტესტებლად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და სხვა მოქალაქეები გაემგზავრნენ.
01 / მაისი 2024
30 აპრილის ღამეს თბილისში "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ზუგდიდელი აქტივისტი როსტომ ზარანდია ამ დროისთვის თბილისში, ზაჰესის დროებითი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.
01 / მაისი 2024
წალენჯიხის მერის გიორგი ხარჩილავას და მისი მოადგილეების ინფორმაციით, წალენჯიხიდან მოქალაქეების ნაწილი უკვე გაემგზავრა თბილისში, დღეს მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დასასწრებად და „აგენტების„ კანონთან ერთად, იმ მოვლენების გასაპროტესტებლად, რაც გუშინ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხდებოდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 21 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 16 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.