ახალი ამბები
სამეგრელოს გუბერნატორი: წალენჯიხას სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ცენტრალური ბიუჯეტიდან 1 მილიონამდე ლარი გამოეყოფა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ცენტრალური ბიუჯეტიდან 1 მილიონამდე ლარი გამოეყოფა. შესაბამის განკარგულებას საქართველოს მთავრობა გამოსცემს და თანხა სტიქიის ფონდიდან გამოიყოფა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ივლისის ბოლოს უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა რამდენიმე სოფელში დაზიანდა გზები, ხიდები, ნაპირსამაგრები და სანიაღვრე არხები. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი თანხა, სწორედ ამ ინფრასტრუქტურის აღდგენას მოხმარდება. შესაბამის განცხადებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია აკეთებს.

მისივე განმარტებით წალენჯიხას რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ათვისების მხრივ დაბალი მაჩვენებელი აქვს, რისთვისაც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შუამდგომლობით გადაწყდა, რომ სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების გასატარებლად თანხები პირველ რიგში ამ მუნიციპალიტეტს გამოეყოს.

,,ვინაიდან წალენჯიხაში სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით დაბალი ტემპით მიმდინარეობს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი თანხების ათვისების პროცესი, ჩვენი შუამდგომლობით ცენტრალურმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პირველ რიგში სწორედ ეს მუნიციპალიტეტი დაკმაყოფილდეს თანხებით, რომლებიც მათ უნდა მიმართონ სტიქიის შედეგად მიღებული ზარალის აღმოსაფხვრელად. თუმცა ჯერი ახლა უკვე მუნიციპალიტეტზეა, თუ რამდენად სწრაფად და ხარისხიან პროექტებს წარმოადგენენ, რათა რაც შეიძლება სწრაფად დაერიცხოთ თანხები და დაიწყონ მუშაობა იმ პრობლემების აღმოსაფხვრელად, რომლებიც სტიქიამ შექმნა“ - აცხადებს სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და იქვე წალენჯიხის მოსახლეობას მიმართავს: ,,მინდა მივმართო წალენჯიხის მოსახლეობას და ვუთხრა, რომ რწმუნებულის ადმინისტრაცია კვლავაც მზად არის მუნიციპალიტეტს ნებისმიერი სახის დახმარება აღმოუჩინოს, გაუწიოს კონსულტაცია, რათა მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული მოსახლეობის ინტერესები“.

წალენჯიხის მსგავსად სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ თანხები გამოეყოფა რეგიონის იმ მუნიციპალიტეტებსაც, სადაც უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / მაისი 2024
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრაში უკვე 24 საათზე მეტია გრძელდება საძიებო სამუშაოები. მაშველები ადგილობრივებთან ერთად,
03 / მაისი 2024
48 საათიანი პატიმრობის შემდეგ, ზუგდიდელი აქტივისტი, როსტომ ზარანდია თავისუფალია. მან გვითხრა, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია. ზარანდია წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა და მას შემდეგ, რაც ოცდაოთხსაათიანი ვადა ორჯერ ამოიწურა, გამოუშვეს. მისივე თქმით, დაკავების მომენტში, მას პოლიციელებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
03 / მაისი 2024
მესტიის გზაზე, სოფელ ნაკრასთან მსუბუქი ავტომობილი მდინარე ენგურში გადავარდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.