საახალწლოდ მორთული ცენტრალური მოედანი (ფოტო/ვიდეო)
15:29 / 31.12.2022
ასე გამოიყურება საახალწლოდ განათებული ცენტრალური მოედანი.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ ახალი 2023 წლისთვის სადღესასწაულო მორთულობაში 200 000 ლარზე მეტი დახარჯა.
საახალწლო ღონისძიებები თავისუფლების მოედანზე,ცენტრალურ ნაძვის ხესთან 1 იანვარს ჩატარდება. პირველ იანვარს ცენტრალურ ნაძვისხესთან მოეწყობა საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, თოჯინების თეატრი, აზოტის შოუ და საღამო გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება
ზუგდიდის ცენტრალური ნაძვისხე 28 დეკემბერს აინთო. საახალწლო განათება გამსახურდიას გამზირზე. პირველ იანვარს საახალწლო აქტივობები ცენტრალურ მოედანზე მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.საღამოს კი ნოდარიკო ხუციშვილი და ბენდი ჯგუფი ,,შერეკილები" დაასრულებს"
48 საათიანი პატიმრობის შემდეგ, ზუგდიდელი აქტივისტი, როსტომ ზარანდია თავისუფალია. მან გვითხრა, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია. ზარანდია წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა და მას შემდეგ, რაც ოცდაოთხსაათიანი ვადა ორჯერ ამოიწურა, გამოუშვეს. მისივე თქმით, დაკავების მომენტში, მას პოლიციელებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები