ახალი ამბები
ჯვარში აივანი ჩამოინგრა - დაშავებულია 50 წლამდე ქალი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარში, კოსტავას ქუჩაზე, მრავალბინიანი კორპუსის მეოთხე სართულზე აივანი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად 50 წლამდე ქალი დაშავდა. წალენჯიხის მერის მოადგილის თამარ ბელქანიას ინფორმაციით, დაშავებულს მძიმე მოტეხილობები აქვს და ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

"რამდენიმე წუთის წინ კოსტავას ქუჩაზე, 50 წლამდე ქალი აივანზე გავიდა, უეცრად აივანი ჩამოინგრა და ჩავარდა ქვედა სართულზე, მძიმე დაზიანებები აქვს ქალს მიღებული და გადაყვანილია ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში. ქალაქ ჯვარში ბევრი ავარიული შენობაა, რომელთა რეაბილიტაციაც აუცილებელია, თუმცა სახელმწიფო შესაბამის თანხებს არ გვაძლევს,"- უთხრა რადიო "ათინათს" წალენჯიხის მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ.

შემთხვევა ქალაქ ჯვარში, დაახლოებით, დღის პირველ საათზე მოხდა.








Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
01 / მაისი 2024
არქიმანდრიტი შიო (კვარაცხელია) მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აქვეყნებს პოსტს, რომელშიც სახარებიდან იუდეის მეფე ჰეროდეს ამბავს ახსენებს:
01 / მაისი 2024
2 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისამდე, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და სეტყვის დროს ქარის ხანმოკლე გაძლიერება.
01 / მაისი 2024
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.