ახალი ამბები
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ზღუდავს ეთნიკური ქართველების ქონებრივ უფლებებს - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
"რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო ხელისუფლებამ აკრძალა იმ ეთნიკური ქართველების ქონებრივი მოთხოვნა, რომლებმაც აფხაზეთი 1992-1993 წლის ომისას დატოვეს. ამით იძულებით გადაადგილებულ პირებს წაერთვათ საკუთრების უფლება", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადამიანის უფლებების 2023 წლის ანგარიშში წერს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკა რჩებოდა ცენტრალური ხელისუფლების კონტროლს მიღმა და მისი ე.წ ხელისუფლება მხარდაჭერილია რუსეთის ძალების მიერ.

სახელმწიფო დეპარტამენტი ხაზს უსვამს ოკუპირებულ გალში საპოლიციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის თემურ კარბაიას სასტიკად ცემის ფაქტს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

ანგარიშში ასევე წერია, რომ 2019 წელს აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მიიღო "კანონმდებლობა", რომელიც ართმევს მემკვიდრეობის უფლებას იმ ადამიანების ოჯახის წევრებს, ვინც "აფხაზეთის სუვერენიტეტის წინააღმდეგ იბრძოდა, აფხაზეთის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობდა, ან ეხმარებოდა საოკუპაციო ძალებს".

"საერთაშორისო ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დაახლოებით 290 000 იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილების) უმრავლესობას სურდა დაბრუნებულიყო საკუთარ მიწაზე, მაგრამ არ ჰქონდათ ეკონომიკური და პოლიტიკური უსაფრთხოების გარანტიები", - განმარტავს დეპარტამენტი.

გამოქვეყნებულ დოკუმენტში საუბარია გადაადგილების თავისუფლების პრობლემაზე, რაც მათი განცხადებით, საქართველოს პასპორტებით ადმინისტრაციული ხაზის გადაკვეთის უფლების შეზღუდვით გამოიხატა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / მაისი 2024
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრაში უკვე 24 საათზე მეტია გრძელდება საძიებო სამუშაოები. მაშველები ადგილობრივებთან ერთად,
03 / მაისი 2024
48 საათიანი პატიმრობის შემდეგ, ზუგდიდელი აქტივისტი, როსტომ ზარანდია თავისუფალია. მან გვითხრა, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია. ზარანდია წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა და მას შემდეგ, რაც ოცდაოთხსაათიანი ვადა ორჯერ ამოიწურა, გამოუშვეს. მისივე თქმით, დაკავების მომენტში, მას პოლიციელებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
03 / მაისი 2024
მესტიის გზაზე, სოფელ ნაკრასთან მსუბუქი ავტომობილი მდინარე ენგურში გადავარდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.