არჩევნები
დომენტი (ზვიად) სიჭინავამ ზუგდიდელებს საარჩევნო პროგრამა გააცნო (ვიდეო)
ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა დომენტი (ზვიად) სიჭინავამ ადგილობრივ მოსახლეობას კულტურის ცენტრ „ოდიშში“ საარჩევნო პროგრამა წარუდგინა. მანამდე, ამომრჩევლებს სიტყვით ვეტერანმა ფეხბურთელებმა მურთაზ ხურცილავამ, თემურ ქეცბაიამ და სხვებმა მიმართეს. მათ ზუგდიდელებს სიჭინავას კანდიდატურის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

„ზუგდიდელებისთვის ეს არის შანსი...მჯერა, რომ თუ მოსახლეობა ზვიადის გვერდით დაუდგება და ის გახდება მერი, ზუგდიდი იქნება წარმატებული ქალაქი“, - ამბობს ქეცბაია ვიდეოჩანაწერში, რომელიც დღევანდელ შეხვედრაზე უჩვენეს.

პროგრამის პრეზენტაციამდე, შეკრებილებს სიტყვით სიჭინავამაც მიმართა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მერი არაპოლიტიკური ფიგურა უნდა იყოს.

„ბუნებრივია, საკუთარი პარტიის მიმართ ერთგულება დასაშვებია და პოლიტიკური პროცესების ნაწილია, მაგრამ მერმა პირველ რიგში უნდა შეძლოს საკუთარი თავის გაიგივება ამომრჩეველთან და მათი პრობლების გაზიარება“, - აღნიშნა მან.
მერობის დამოუკიდბელი კანდიდატი თვლის, რომ სხვა კანდიდატებთან შედარებით, აპოლიტიკურობა მისთვის ერთგვარ უპირატესობას წარმოადგენს.



„თუმცა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, არაპარტიულობა არ ნიშნავს დაპირისპირებას რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან. მე ჩემს თავს, არჩევის შემთხვევაში, მოვიაზრებ მენეჯერად, რომელსაც უდიდესი პასუხისმგებლობა დაეკისრება თავის ამომრჩევლისა და კანონის წინაშე. მე შევძლებ ვიყო ზუგდიდის მერი, რომელსაც სრულიად გააზრებული აქვს პასუხისმგებლობა ამომრჩევლისა და ქვეყნის წინაშე“, - განაცხადა სიჭინავამ.

დამოუკიდებელი კანდიდატის საარჩევნო პროგრამის მთავარი პრიორიტეტი დასაქმება და სოციალური უზრუნველყოფაა. გარდა ამისა, სიჭინავა თვლის, რომ მნიშვნელოვანია განათლების, ტრანსპორტის, სპორტისა და ინფრასტრუქტურის საკითხები.

ფართომასშტაბიან პრეზენტაციამდე, დომენტი სიჭინავამ საკუთარი ხედვები მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებსა გააცნო.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
01 / მაისი 2024
არქიმანდრიტი შიო (კვარაცხელია) მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აქვეყნებს პოსტს, რომელშიც სახარებიდან იუდეის მეფე ჰეროდეს ამბავს ახსენებს:
01 / მაისი 2024
2 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისამდე, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და სეტყვის დროს ქარის ხანმოკლე გაძლიერება.
01 / მაისი 2024
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.