ავღანეთში, აფეთქების შედეგად, ქართველი სამხედროები არ დაშავებულან
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავღანეთში, ბაგრამის ბაზაზე
მომხდარი აფეთქების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაღუპულია 4 ამერიკელი
სამხედრო მოსამსახურე.
ამ ეტაპზე კი, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული.
"ე.წ. ავღანური ბაზრის ტერიტორიაზე, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ავღანურ ხელნაკეთ ნივთებს და სხვადასხვა საქონელს ყიდის. ასაფეთქებელი მოწყობილობა დილის 5 საათზე ამოქმედდა. დაიღუპა 4 და სხეულის დაზიანებები მიიღო მტკიცე მხარდაჭერის მისიის კოალიციური ძალების 14-მა ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურემ. დაღუპულთა და დაშავებულთა შორის არ არიან საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები