რეგიონი
ზუგდიდში მოწამლული ათი ბავშვის თანმხლებმა ქალმა შესაძლოა საქართველოს თავშესაფარი სთხოვოს
უკრაინის მოქალაქემ იულია სუსლიაკმა, შესაძლოა, საქართველოს თავშესაფარი სთხოვოს, თუმცა რა სტატუსით, ჯერ გაურკვეველია. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ მისმა ადვოკატმა ზურაბ თოდუამ უთხრა. მისი განმარტებით, ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. თოდუა ქალის ბავშვებთან ერთად ზუგდიდში ყოფნის მიზეზებსაც განმარტავს და ამბობს, რომ ის რუსეთიდან აფხაზეთში მეუღლის ჩასვლას ელოდებოდა, რათა აქედან ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასულიყო. ადვოკატის ინფორმაციით, ეჭვის საფუძველი არ არსებობს, რადგან ათივე არასრულწლოვანი ცოლ-ქმრის საერთო შვილია, მათგან ექვსი კი ხელოვნური განაყოფიერებით, სუროგატი დედის საშუალებით დაიბადა და მათი მამა სუსლიაკის მეუღლეა.

„თუ ამ რეჟიმში ყოფნა გაგრძელდა, არ არის გამორიცხული, მოითხოვოს თავშესაფარი. მას არ აქვს თავისუფლად გადაადგილების საშულება. მართალია, ის არ არის პატიმრობაში, თუმცა მას აქვს მოწმის სტატუსი და ეზღუდება საზღვრის დატოვება. გუშინ მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რაც წერტილს დაუსვამს ამ ფაქტს. ეს ქალბატონი დეენემის ანალიზს გაიკეთებს. აქვე გამოჩნდება მამის დეენემიც, რითიც დადასტურდება, რომ დანარჩენი ექვსი ბავშვი მისი ქმრის შვილია. ათი ბავშვიდან ამ ქალის ბიოლოგიური შვილი არის ოთხი, აქედან სამი დაიბადა უკრაინაში, ერთი კი, რომელიც ათი თვისაა, გაჩნდა ამერიკაში. დანარჩენი ექვსი არის სუროგატი დედების მიერ გაჩენილი. ეს ყველაფერი დოკუმენტურად არის დადასტურებული. მას აგრეთვე გააჩნია უფლება, რომ საზღვარზე გადაიყვანოს ბავშვები. იყო მითქმა- მოთქმა, რომ ბავშვებს აშიმშილებდა და რაღაც. ჟურნალისტებმა დაუსვეს კითხვაც, რომ თვეების ბავშვი სოსისით როგორ მოიწამლაო. ექიმმა განმარტა, რომ თუ დაამუშავებ წინასწარ, პატარა ბავშვმაც შეიძლება გადაყლაპოს სოსისი. არ არის გამორიცხული, რომ ამ სოსისით მოიწამლნენ ბავშვები“, - ამბობს თოდუა.

ადვოკატის განმარტებით, ოჯახის მიგრირება უკრაინაში მეუღლის ბიზნესმეწილეებთან უთანხმოებას მოჰყვა, რის შემდეგაც მათ საცხოვრებელი სახლი დატოვეს და ამერიკაში გაემგზავრნენ. როგორც ზურაბ თოდუა გვიყვება, მათ საემიგრაციო სამსახურთან ამერიკაშიც შეექმნათ პრობლემა, რის შემდეგაც ქმარი რუსეთში ჩავიდა, ცოლი კი ბავშვებთან ერთად საქართველოში გამოემგზავრა.

„ქალბატონი მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა უკრაინაში. ქმარს ჰქონდა ბიზნესები და მეწილეებთან შეექმნა პრობლემები. რადგან ეს მეწილეები იყვნენ გავლენიანები, მან ჩათვალა, რომ უკრაინაში საფრთხე ემუქრებოდა და ჩავიდნენ ამერიკაში. აქ მათ საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით შეექმნათ პრობლემა და მათი დეპორტაციის გადაწყვეტილბა მიიღეს. ცოლი საქართველოში გამოემგზავრა, ქმარი კი რუსეთში. ქმარი რუსეთიდან, ხოლო ქალი საქართველოდან აფხაზეთში უნდა ჩასულიყვნენ, სადაც უნდა ეცხოვრათ ცოტა ხნით მაინც, მყუდროდ“, - თქვა ადვოკატმა.

უკრაინელი ქალის ზუგდიდში ყოფნის შესახებ საზოგადოებამ მას შემდეგ გაიგო, რაც ერთ-ერთი კორპუსის მცხოვრებლებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. ადგილობრივები ამბობდნენ, რომ მათ მეზობლად მცხოვრები ათი ბავშვი უმძიმეს პირობებში იმყოფებოდადა მათ სამედიცინო დახმერება სჭირდებოდათ.

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კვებითი ინტოქსიკაციის ნიშნებით 10 ბავშვი 20 აპრილს შეიყვანეს, მათ შორის ერთი შვიდი თვის გოგონაა. მოგვიანებით ისინი ქუთაისიში ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე რჩებიან. შს სამინისტროს ინფორმაციით, მცირეწლოვნებიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, რამაც გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული შეიცავდა ტრეფიკინგის ნიშნებს და უწყებამ გამოძიება სსკ-ის 143 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (ადამიანით ვაჭრობა - ტრეფიკინგი) დაიწყო. შსს-ში განმარტავენ, რომ ტარდება აქტიური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები, რათა დადგინდეს ხომ არ აქვს ადგილი ადამიანებით ვაჭრობის ფაქტს.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის საავადმყოფოში 10 ბავშვი მოწამლვის ნიშნებით მოათავსეს

ზუგდიდში მოწამლული ბავშვები ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს

მეზობლები ზუგდიდში მოწამლულ ბავშვებზე: ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყვნენ, სასწრაფოში ჩვენ დავრეკეთ


Print Email
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
25 / მაისი 2019
ფოცხოეწერში დღეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხრამში გადაჩეხილი სატვირთოს მძღოლის ოჯახის წევრები და ახლობლები მისი ადგილსამყოფელის
25 / მაისი 2019
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სავარაუდოდ, სატვირთოთი მძღოლს უკანონოდ მოპოვებული მორები გადაჰქონდა,
25 / მაისი 2019
ძლიერი ქარის გამო ინგირში ელექტროგაყვანილობის სადენები დაიზანდა, რის შედეგადაც სოფელსა და მის მიმდებარედ,
საზოგადოება
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 90% ამბობს, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის
ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. საზღვარზე გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან დღეს, 19 მაისს, სამი წელი გავიდა.
ტერაბანკმა კონკრეტულ სეგმენტზე მორგებული კიდევ ერთი ახალი პროდუქტი შექმნა. ამჯერად ბანკი მარტივად სესხით სარგებლობის შესაძლებლობას იმ მომხმარებლებს აძლევს, რომლებიც კერძო რეპეტიტორულ საქმიანობას ეწევიან.
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 18 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 18 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.