ახალი ამბები
ბადრი ნემსაძე: ტენდერებს, შეიძლება, ვიგებდეთ, მაგრამ შემოსავალი არ არის
ზუგდიდის მერიის შპს „ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის“ ხელმძღვანელი ბადრი ნემსაძე ადასტურებს, რომ მისი და მისი მეუღლის წილობრივ მფლობელობაში არსებული კომპანიები ტენდერების ნაწილს იგებს. მან რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ მოგებული ტენდერებიდან მიღებული შემოსავალი მცირეა და ამაში კანონდარღვევას ვერ ხედავს.

„საერთოდ არაფერი მოგება არ მოაქვს, შეიძლება, გავაუქმო კიდეც“, - გვითხრა ნემსაძემ.

რაც შეეხება იმას, რომ მას 2018 წლის მარტში დეკლარაციაში კომპანიების შესახებ მითითებული არ აქვს, ამის მიზეზადაც ნემსაძე იმას ასახელებს, რომ რეალურად კომპანიას შემოსავალი არ ჰქონია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, მერიის შპს „ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის” დირექტორის, ბადრი ნემსაძისა და მისი მეუღლის, ეკატერინე ქებურიას წილობრივ მფლობელობაში არსებული კომპანიები - „ზუგდიდავტოტრანსჯორჯია”, „ზუგდიდავტოტრანსი” და „სუფთა ქალაქი” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტენდერებში იმარჯვებენ.

ამავე თემაზე:

TI: „ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის“ დირექტორისა და მეუღლის კომპანიები ტენდერებს იგებენ






Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დღის სიახლეები
18 / მაისი 2024
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების'' ვეტო დაადო.
18 / მაისი 2024
მორიგი აქცია გაიმართა ზუგდიდში ,,აგენტების'' კანონის გასაპროტესტებლად.
18 / მაისი 2024
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გორის გვირაბში 21, 23 და 24 მაისს ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 8 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია 0 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.