მულტიმედია
საკრებულოს წევრი ანა წითლიძე ქალაქ ზუგდიდის მერს – თქვენ ახლა იტყუებით (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდის მერსა და საკრებულოს წევრ ანა წითლიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდული სასახლის ბენდის დაფინანსების თემამ. წითლიძემ სხდომაზე განაცხადა, რომ ბენდის დაფინანსების საკითხი საკრებულოს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ძალისხმევით იყო გატანილი და არც ერთ ინფორმაციაში ამის შესახებ ნათქვამი არ ყოფილა. „მე მგონი მერიის მხრიდან ძალიან უხერხულია, როდესაც ამას ასე ტაშ-ფანდურით აპიარებთ და ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი, თუ საიდან წამოვიდა ეს საკითხი“- თქვა საკრებულოს სხდომაზე ანა წითლიძემ. ქალაქის მერ ირაკლი გოგოხიასა და ანა წითლიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება, ბენდ „ზუგდიდის“ ერთ-ერთი წევრის დაფინანსების საკითხს მოჰყვა. „ჩვენთან შემოვიდნენ განცხადებით დაგვეფინანსებინა ბენდი, 15 წევრამდე, 300-300 ევროთი, ამის ფუფუნება მერიას არ ჰქონდა და შემდეგ შეირჩა ორი სოციალურად დაუცველი და წამყვან პოზიციებზე, რომ უკრავდა ისეთი ბავშვები. ბოლოს დარჩა ერთ ბავშვი , რომელიც ასევე რამდენიმე ინსტრუმენტზე უკრავდა. ამაზე შემოვიდნენ განცხადებით, დაგვეფინანსებინა 50%-ით“, – განაცხადა ირაკლი გოგოხიამ. „ბატონო ირაკლი, როდესაც თქვენ ამბობთ, ამ კონკრეტულ შემთხვევაზე, 50%-ის დაფინაანსება მოითხოვესო, იტყუებით! თქვენ შესთავაზეთ იქით 50%-იანი დაფინასება“, – უთხრა ანი წითლიძემ ირაკლი გოგოხიას. ამის შემდეგ ქალაქის მერმა ირაკლი გოგოხიამ, ანა წითლიძეს ზრდილობისკენ მოუწოდა და საკრებულოს სხდომის დარბაზი დატოვა. ასევე, მცირე სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა ანა წითლიძესა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი თოდუას შორის. ქალაქ ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ,ბულგარეთის ქალაქ ვარნაში გამართულ ფესტივალზე გამარჯვებულ ბენდ „ზუგდიდს“ საკრებულოს დარბაზში 2 სექტემბერს უმსასპინძლა და სიგელები გადასცა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / მაისი 2024
48 საათიანი პატიმრობის შემდეგ, ზუგდიდელი აქტივისტი, როსტომ ზარანდია თავისუფალია. მან გვითხრა, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია. ზარანდია წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა და მას შემდეგ, რაც ოცდაოთხსაათიანი ვადა ორჯერ ამოიწურა, გამოუშვეს. მისივე თქმით, დაკავების მომენტში, მას პოლიციელებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
03 / მაისი 2024
მესტიის გზაზე, სოფელ ნაკრასთან მსუბუქი ავტომობილი მდინარე ენგურში გადავარდა.
02 / მაისი 2024
სააღდგომო უქმეებთან დაკავშირებით, დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი 3,4 და 5 მაისს დამთვალიერებელთათვის დაიხურება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.