ზუგდიდელი აუტისტი მხატვრის მხარდაჭერა #SpendYourSummerInGeorgia-ს (ვიდეო/ფოტო)
10:59 / 22.07.2019
ჩოროწყუს სოფელ მუხურში, მდინარე ხობისწყლის ნაპირზე, გიგი სიჭინავას ფერწერული ნახატების გამოფენა გაიმართა.
ამ გზით პატარა ხელოვანი სოციალურ კამპანიას Spend Your Summer in Georgia -ს (გაატარე შენი ზაფხული საქართველოში) შეუერთდა და ტურისტებს საქართველოს ერთ - ერთ ულამაზეს კუთხეში - სამეგრელოში ზაფხულის გატარებისკენ მოუწოდა. გიგის დედის ნათია სახოკიას თქმით, ამ ღონისძიების მიზანი მუხურის პოპულარიზაციაა.
,, გიგის ძალიან უყვარს აქაურობა, ხშირად ჩამოვდივართ ამ სოფელში. ყველას გირჩევთ მოხვიდეთ მუხურში და გაატაროთ ზაფხულის რამდენიმე ლამაზი დღე ამ ულამაზეს ადგილას’’ – თქვა ნათია სახოკია.
გამოფენას ადგილობრივი და ტურისტები დაესწრნენ. მათ გიგის ნახატები დადებითად შეაფასეს და ღნიშნეს, რომ სოფლისთვის მსგავის ღონისძიების გამართვა მნიშვნელოვანია. ,, მოხიბლულები ვართ მისი ნამუშევრებით, მიხარია რომ გიგი უერთდება ამ კამპანიას. მეც ვფიქრობ, რომ მუხური არის ერთ - ერთი ულამაზესი ადგილი დასასვენებლად და ყველას მოვუწოდებ აქ ჩამოვიდეს’’ - გვითხრა მუხურის მკვიდრმა მეგი ჩიქოვანმა. სოციალურ ქსელში მოქალაქეებმა საქართველოში ტურისტების მოსაზიდად ჯგუფი , Spend Your Summer in Georgia" ("გაატარე შენი ზაფხული საქართველოში") შექმნეს, რომელშიც უკვე უამრავი ინტერნეტმომხმარებელია გაწევრიანებული. კამპანია, ტურისტების მოსაზიდად, საქართველოს მოქალაქეებმა წამოიწყეს.
ელიტარული სახლი «მარმაქს ჯორჯიას» ხედვით მაღალი დონის ტექნიკური აღჭურვილობით იწყება, სადაც დაცული და გამართულია შენობა-ნაგებობის ტექნიკური მხარე და უსაფრთხოება.
კლინიკა მედის წელს 20 წელი შეუსრულდა და ამ თარიღთან დაკავშირებით, მთელი წლის განმავლობაში, უამრავ საჩუქარს და ფასდაკლებას უკეთებდა ერთგულ პაციენტებს. საიუბილეო წლის ბოლო თვეს კი კლინიკა უპრეცედენტო შეთავაზებებს გვპირდება.
საქართველოს მოსახლეობის 78%, რომელსაც სმენია სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საპარლამენტო არჩევნებისთვის, ემხრობა აღნიშნულ ცვლილებას. ამის შესახებ საერთაშორისო
ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრი და საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა, რომელიც დადიანების მუზეუმის მიმდებარედ უნდა აშენდეს, შპს „თ-არქიტექტსმა“ დააპროექტა. შესაბამისი დოკუმენტების მიხედვით,
ზუგდიდელმა პაატა გოგოხიამ პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატი სოფიო ქაცარავა ჩაანაცვლა. "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის მიხედვით ის ქაცარავას ადგილმონაცვლე იყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები