მულტიმედია
35 წლის მანძილზე პირველად ვერ ვყიდი ვარდებს - მეყვავილე ციალა ახალაია ზუგდიდიდან (ფოტო/ვიდეო)
72 წლის ციალა ახალაიას ზუგდიდის სოფელ ინგირში სხვადასხვა ჯიშის ვარდი, დაახლოებით, ერთ ჰექტარ მიწის ფართობზე აქვს გაშენებული. ოჯახმა ყვავილების ბიზნესი სამი ათეული წლის წინ დაიწყო და წელს პირველი შემთხვევაა, როდესაც ვარდების რეალიზაციას ვერ ახერხებს. ახალაიები ამბობენ, რომ ისინი სეზონზე, დაახლოებით, 10 ათასი ლარის ყვავილს ყიდდნენ და ეს ოჯახის ძირითადი შემოსავალი იყო.
„ამით ვირჩენდით თავს, ამით დავდგით ეს სახლი. ეს იყო ჩვენი სარჩო. ახლა კი, ყველამ იცის რა დრო დაგვიდგა... ამას ძალიან დიდი შრომა უნდა, 2-ჯერ სჭირდება შეწამვლა, გასხვლა, სარეველების მოშორება, სასუქის შეტანა და ა.შ. ყვავილების მოვლა ხარჯებთან არის დაკავშირებული და წარმოდგენა არ გვაქვს, სად წავიღოთ და რა ვქნათ“, - ამბობს ციალა ახალაია.
მეწარმეს ყვავილების დიდი ნაწილი ღია გრუნტზე მოჰყავს, ნაწილი კი სათბურში აქვს გაშენებული. დახურულ სათბურში, ძირითადად, ჰოლანდიური ჯიშის ვარდები აქვთ.
„გვაქვს თეთრი, წითელი, ნარინჯისფერი და ბორდოსფერი ვარდები.  3 ათას ძირზე მეტი იქნება და არ ვიცით, სად წავიღოთ, არც გასვენებაზე სჭირდებათ და არც დღესასწაულებზე. ბაზარში ვყიდდით, ხან ვაბარებდით, ახლა აკრძალულია, აქ მოსვლა კი ყველას ეზარება. ყოველდღიურად, დილა-საღამოს 1000 ცალი არის დასაკრეფი“, - ამბობს მეყვავილე.
პანდემიამდე, ოჯახი ვარდების რეალიზაციას, როგორც ზუგდიდის ბაზარში, ასევე მიმდებარე მუნიციპალიტეტში ახდენდა. მას შემდეგ, რაც მოძრაობა შეიზღუდა, ოჯახის რძალმა, სამი შვილის დედამ მაკა კოდუამ ვარდების გაყიდვა ონლაინ გადაწყვიტა, თუმცა ამბობს, რომ დიდი რაოდენობით მაინც ვერ ყიდის.


„ფეისბუკის საშუალებით გადავწყვიტე ნაცნობ-მეგობრებში გამეყიდა, თუმცა დიდი რაოდენობით, რა თქმა უნდა, ვერ ვყიდით, ეს ხარჯის მცირე ნაწილსაც ვერ დაფარავს. ყვავილები გვილპება და გვიწევს გადაყრა, ამის გაკეთებაა ყველაზე რთული. ძალიან დიდი ზარალი გვაქვს წელს“, - ამბობს მაკა კოდუა.
ოჯახს ჯერ წარმოდგენა არა აქვს, როგორ დააღწევს თავს კრიზისს, თუმცა ამბობენ, რომ მომავალ წელს სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობის მიღებას და ბიზნესის გასავითარებლად, გრანტის მოპოვებას შეეცდებიან.



ავტორი:
თეა შონია
ლევან ბებია 
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
16 / მაისი 2024
მთავრობის დადგენილებით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა, რომელიც საკანონმდებლო მაცნეზე 15 მაისს გამოქვეყნდა.
16 / მაისი 2024
დღეს ზუგდიდის სკეიტ პარკიდან, 16:00 საათზე, დედები, შვილებთან ერთად, მარშს სახელწოდებით "დედები რუსული კანონის წინააღმდეგ" გამართავენ.
16 / მაისი 2024
ზუგდიდის N2 საჯარო სკოლის თვითმმართველობა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უერთდება ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებს. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 18 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.