მულტიმედია
სანდრა ლატარია - ჩინეთმცონდე სამეგრელოდან (ფოტო/აუდიო)
ჩინური ენის შესწავლა წალენჯიხელმა (ალექსანდრა) სანდრა ლატარიამ ბავშვობაში გადაწყვიტა, როდესაც ჩინეთის კედლის ნახვაზე დაიწყო ოცნება. ოჯახთან ერთად აზიის სხვადასხვა ქვეყანაში გატარებულმა რამდენიმე წელმა ეს სურვილი კიდევ უფრო გაუღვივა. ჩინური ენის სწავლა 2004 წელს საქართველოს თავისუფალი უნივერსიტეტში დაიწყო და 2008 წელს კი, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ქალაქ უხანის პედაგოგიურ უნივერსიტეტში განაგრძო, ჩინური ენისა და ლიტერატურის მიმართულებით. უფრო გვიან, ლანჭოუს უნივერსიტეტის მაგისტრანტი გახდა.
მიიჩნევს, რომ ჩინეთში გატარებული სტუდენტური წლები და იქ ცხოვრება მისთვის ერთ - ერთი საუკეთესო გამოცდილება იყო.


"ჩინეთში აქვთ ძალიან ძლიერი განათლების სისტემა, იმიტომ რომ მოიცავს ძალიან ბევრ პუნქტს და სპექტრს, უძლიერესი ლაბორატორიები აქვთ, ასევე მოწინავე თანამედროვე ტექნოლოგიები... არის ცალკე აშენებული სტუდენტური საცხოვრებელი, სტუდენტური უნივერსიტეტები. იქვე არის ყველაფერი მოწყობილი სტუდენტისთვის, რომელიც იმის განწყობას გიქმნის რომ შენ ხარ სტუდენტი და შენ ხარ ამ გარემოში ძალიან დაცულად. გაქვს ყოველდღიურად შეხება ისეთ ადამიანებთან, რომლებიც ძალიან თბილად გექცევიან, ცდილობენ ყოველთვის ყურადღება მოგაქციონ", - იხსენებს სანდრა. ადგილობრივების სტუმართმოყვარეობა და ჩინური ტრადიციები, მათ შორის, სამზარეულო, რომელიც ძალიან მოსწონს მრავალფეროვნებისა და ცხარე სანელებლების გამო, ხშირად საქართველოს, განსაკუთრებით კი მშობლიურ სამეგრელოს აგონებდა.
"დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ საჭმელს და კერძების მომზადებას ჩინეთში, უყვართ ბევრნაირი სახეობის კერძები, აქვთ მრგვალი მაგიდა, სადაც უნდა განლაგდეს ეს კერძები, მრგვალი მაგიდა უნდა ტრიალებდეს აუცილებლად, იმიტომ რომ ყველა სტუმარმა შეძლოს სხვადასხვა კერძის დაგემოვნება... სტუმართმოყვარეები არიან ძალიან და ყოველთვის ცდილობენ ოჯახში შეგიპატიჟონ და სადილები მოგიმზადონ , ყველა დღესასწაულს აღნიშნავენ ძალიან გრანდიოზულად და სუფრას ავსებენ კერძებით. გაზაფხულის ფესტივალს და ახალ წელს აღნიშნავენ ოჯახის წევრებთან ერთად", - აღნიშნა სანდრამ.უკვე რამდენიმე წელიწადია თავად ასწავლის სტუდენტებს ჩინურ ენას. ამბობს, რომ ბოლო დროს საგრძნობლად გაიზარდა ინტერესი ჩინური ენისა და კულტურის მიმართ.

"ჩინური არის ძალიან რთული ენა. აქ შემადგენელი არის იეროგლიფები, ანბანი არ აქვს ჩინურ ენას და ამიტომ ეს ართულებს მისი სწავლის პროცესს, გარდა ამისა აქ არის ოთხი სხვადასხვა ტონალობა, ყველა ტონალობაში სიტყვა შეიძლება სხვადასხვა რაღაცას ნიშნავდეს ... ჩინური ენა რთულია, ჟღერადობაც საჭიროა, სმენაც საჭიროა მის შესასწავლად და ვიზუალიზაციაც, თვალით დამახსოვრება იეროგლიფების, თუმცა მიუღწევადი პროცესი ნამდვილად არა არის", - თვლის სპეციალისტი.

გარდა ამისა, ახალგაზრდა სინოლოგი (ჩინეთმცოდნე) მთარგმნელობით საქმიანობასაც ეწევა, მან თარგმნა თანამედროვე ნობელიანტი მწერლის მო იენის "ღვინის ქვეყანა",  "დიდი ძუძუ-მკერდი, განიერი გავა". ასევე, ძიტი მაძიას რამდენიმე ლექსი და პოემა. არის ავტორი სხვადასხვა უნივერსიტეტებში გამოცემული და ადგილობრივ გამოცემებში დაბეჭდილი რამდენიმე სტატიისა. 2014 წელს კი პირველმა შეადგინა ქართულ-ჩინური სასაუბრო.

ამბობს, რომ პანდემიის დასრულებისთანავე, ჩინეთში მოგზაურობას და პეკინის მონახულებას გეგმავს ოჯახთან ერთად, მანამდე კი თავის ორ შვილს, ჩინეთიდან ჩამოტანილი ნივთების წარმოშობის ისტორიებს უყვება

„... ჩინური ენის მიმართ ჯერ ინეტერესი არ აქვთ, იმიტომ, რომ რთული ეჩვენებათ, რაღაც - რაღაცეებს კი წერენ და გამოთქვამენ, არ ვიცი, შეიძლება მომდევნო წლებში უფრო და უფრო გაუღვივდეთ ინტერესი’’, - გვიყვება სანდრა.

სამომავლოდ გეგმავს გამოსცეს ქართულ - ჩინური სასაუბრო აპლიკაციასთან ერთად. ასევე, სურს, რომ კონფუცის ინსტიტუტი, საქართველოს სხვა ქალაქების მსგავსად, ზუგდიდშიც იყოს, სადაც სტუდენტები უფასოდ დაეუფლებიან ჩინურ ენას და გაეცნობიან ჩინურ კულტურას.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
30 / აპრილი 2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის პირველ კვარტალში (იანვარი-მარტი) სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით, 38 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტოავარიის შედეგად, 52 ადამიანი დაშავდა, 7 კი დაიღუპა.
29 / აპრილი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქცია გაიმართა, სლოგანით: „არა რუსულ კანონს! კი ევროპას!“
29 / აპრილი 2024
ზუგდიდელი მარიამ ფიფია იმ ახალგაზრდებს შორისაა, რომლებმაც, საკმაოდ მაღალი კონკურსის პირობებში შეძლეს ევროპული უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის სტიპენდიის მოპოვება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 20 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 15 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.