მულტიმედია
ხელნაკეთი სანათები ზღვიდან გამორიყული ხის ნარჩენებისგან და პანდემიის ფონზე გაორმაგებული საქმე (ვიდეო/ფოტო)
ანაკლია-განმუხურში ზღვის სანაპიროებზე გამორიყული ხის ფესვების, ტოტებისა და ნაფოტებისგან სოხუმიდან დევნილი ეკა დანელია უკვე სამი წელია მაგიდის სანათებს ამზადებს. ამბობს, რომ მას ზღვა დამუშავებულ მასალასთან ერთად იდეებსაც აწვდის. ხის ნარჩენის პოვნისთანავე იცის თუ რა გამოვა მისგან. მისი ხელნაკეთი სანათების ფასი 50-დან 150 ლარამდე მერყეობს.
"სანამ სანათების გაკეთებას დავიწყებდი სხვადასხვა ხელსაქმით ვიყავი დაკავებული. ვქსოვ, ვქარგავ, ვკერავ... მანამდე ამ ყველაფერს გასართობად ვაკეთებდი, მაგრამ ახლა უკვე ბიზნესია. რაღაც ხის ტოტისგან პირველად სანათი რომ დავამზადე ოჯახის წევრებმა სერიოზულად ვერ აღიქვეს. პირველი ნამუშევარი ზუსტად ორ დღეში, საკმაოდ ძვირად  გავყიდე და სწორედ ამის შემდეგ დავიწყე ამაზე მთელი დატვირთვით მუშაობა. ამჟამად საქმეში მთელი ოჯახი ვართ ჩართული, განსაკუთრებით მამა მიწყობს ხელს, ზღვაზე დავყავარ და ის მეხმარება მასალის შეგროვებაში",- გვიყვება ეკა, რომელიც დევნილობის შემდეგ ზუგდიდში ცხოვრობს.

ერთი სანათის შექმნას 2-დან 5 დღემდე ანდომებს. მის დასამზადებლად ხესთან ერთად, მხოლოდ ჯვალოს და ტილოს იყენებს, რაც მას სიძველის ეფექტს აძლევს. ამბობს, რომ სწორედ ეს სიძველის ელფერი ხიბლავს მომხმარებელს მის სანათებში. მიუხედავად იმისა, რომ ზღვა, თითქმის, დამუშავებულ მასალას აძლევს, გვითხრა, რომ შეკვეთაზე მუშაობა საკმაოდ შრომატევად საქმეა. ისწავლა შედუღების აპარატის გამოყენება, ელექტრო ხერხსა და სხვა დანადგარებზე მუშაობა.

"მანამდე თუ რამე შესადუღებელი მქონდა ან დანადგარზე მუშაობა მჭირდებოდა სხვისი შეწუხება მიწევდა. ახლა თითქმის ყველა ტიპის მანქანაზე ვმუშაობ და ეს საკმაოდ სასიამოვნო პროცესია", - ამბობს ხის ოსტატი.

კორონაპადემიის ფონზე შეკვეთების რაოდენობამ იმატა და ახლა ზღვაზე კვირაში 2-ჯერ უწევს გასვლა. ამჯერად, ანაკლიაში ერთად წავედით, თუმცა სანაპიროზე ბევრი ვერაფერი ვიპოვეთ, დაგვასწრეს, ადგილობრივებს საშეშედ წაუღიათ.

"პანდემიის პირობებში გასამმაგდა ჩემს სანათებზე მოთხოვნა. ვფიქრობ, ადამიანებს დიდხანს უწევთ სახლში ყოფნა და ალბათ ამიტომ სურთ ინტერიერის შეცვლა ან გალამაზება. მანამდე, თვეში ერთხელ მოვდიოდი, თუმცა ახლა კვირაში ორჯერაც მოვდივარ. ზუგდიდში ხშირად ტარდებოდა გამოფენები სხვადსხვა ღონისძიების ფარგლებში, თუმცა ამჟამად გაყიდვებმა მთლიანად ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა. ნამუშევრებს ფეისბუკის გვერდზე ვაქვეყნებ, ასევე ხშირად მიკავშირდებიან ტელეფონით და ვიღებ შეკვეთებს", - გვითხრა ეკამ.

ამჟამად, ერთ-ერთი კონკურსის ფარგლებში, ომის თემატიკაზე მუშაობს და ამისთვის ძველი თოფის კონდახი გამოიყენა. ლულა მოაშორა და მის ადგილას ნათურას გააკეთებს, იმედი აქვს მისი ნამუშევარი მოწონებას დაიმსახურებს. პარალელურად, ხის სათამაშოებზეც მუშაობს.  დიდი სურვილი აქვს ისინი ბაღებში შეიტანოს და ბავშვებმა ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო სათამაშოებით ითამაშონ.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / მაისი 2024
48 საათიანი პატიმრობის შემდეგ, ზუგდიდელი აქტივისტი, როსტომ ზარანდია თავისუფალია. მან გვითხრა, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია. ზარანდია წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა და მას შემდეგ, რაც ოცდაოთხსაათიანი ვადა ორჯერ ამოიწურა, გამოუშვეს. მისივე თქმით, დაკავების მომენტში, მას პოლიციელებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
03 / მაისი 2024
მესტიის გზაზე, სოფელ ნაკრასთან მსუბუქი ავტომობილი მდინარე ენგურში გადავარდა.
02 / მაისი 2024
სააღდგომო უქმეებთან დაკავშირებით, დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი 3,4 და 5 მაისს დამთვალიერებელთათვის დაიხურება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.