მულტიმედია
ანა ხოფერია - ავტობუსის მძღოლი ზუგდიდში, რომელიც სტერეოტიპებს ამსხვრევს (ფოტო/ვიდეო)
უკვე სამი თვეა, აფხაზეთიდან დევნილი ანა ხოფერია სამუშაო დღეს დილის 7 საათზე იწყებს და საღამოს 8-ზე ასრულებს. ის პირველი ქალია, რომელიც ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის - ავტობუსის მძღოლად მუშაობს და მგზავრების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებაზეა პასუხისმგებელი.

ზუგდიდში ავტობუსის ერთადერთი ქალი მძღოლი ყოველ დილით განსაკუთრებულად ემზადება და ცდილობს, მგზავრებს პოზიტიური განწყობით დახვდეს. ხშირად სტერეოტიპულ აზროვნებასთან შეჯახება უწევს, თუმცა, ნელ-ნელა ეჩვევა და ამბობს, რომ ამაში მისი საქმისადმი სიყვარული ეხმარება.

,,ჩვენთან არის ასეთი სტერეოტიპი - ქალი როგორ ატარებს ამხელა ავტობუსს, მარტო კაცებს შეუძლიათ, მაგრამ შეუძლებელი ნამდვილად არ არის, ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე გვეჩვენება და ჩანს, უბრალოდ, ყურადღებასთან არის დაკავშირებული, შენი თვალით უნდა აღიქვა. უკანა სარკეებით, გვერდზე სარკეებით ვმუშაობთ, ჩემთვის მარტივია უკვე, თავიდან მეც ესე ვფიქრობდი, სანამ ამ ავტობუსზე არ დავჯდებოდი. მეგონა, რომ ძალიან ძნელი იყო და ვერ შევძლებდი, მაგრამ შეუძლებელი არ არსებობს არაფერი. თავიდან ძალიან არ სჯეროდათ, რომ მძღოლი ვიყავი, ქალიაო, ჩაილაპარაკებდნენ. მეკითხებოდნენ, მართვის მოწმობა თუ მქონდა... ახლა ხელს მიქნევენ, უფრო პოზიტიური განწყობაა, მეფერებიან ტკბილი, კარგი სიტყვებით’’,
- გვეუბნება ანა და გზას განაგრძობს.

დღეს ის მგზავრების კომბინატიდან ფაიფურამდე ემსახურება. ამ მარშრუტით გადაადგილება თვეში რამდენჯერმე უწევს და სურს, უფრო სრული დატვირთვით იმუშაოს. დეტალურად გვიხსნის, რა განრიგით უწევთ ზუგდიდელ მძღოლებს მთელი დღის განმავლობაში მუშაობა და რამდენად დიდი პასუხისმგებლობა აკისრია თითოეულ მათგანს.

სამთვიანი გამოცდილების შემდეგ ახალგაზრდა მძღოლი რადიო ,,ათინათთან’’ პირველ სამუშაო დღეს იხსენებს, რომელიც მისთვის ძალიან ემოციური იყო.

,,პირველ დღეს ვცდილობდი, რომ მომეთოკა ჩემი ემოციები, ჩავისუნთქავდი და ვაგრძელებდი გზას, მგზავრებზე გადამქონდა ძირითადად ყურადღება. პირველ დღეს, როცა მოვაბრუნე ავტობუსი, 8 მგზავრი იჯდა ჩემ უკან და ყველა ფეხზე იდგა, ალბათ, არ მენდობოდნენ, რადგან ქალი ვარ“,
- ამბობს ანა.
პროფესიით სამართალმცოდნემ ავტობუსის მძღოლობამდე რამდენიმე სამსახურში იმუშავა, თუმცა, საბოლოოდ, ავტობუსის მძღოლის მოსამზადებელი კურსები გაიარა და შესაბამისი მართვის მოწმობა აიღო. ტრანსპორტისადმი ინტერესი ბავშვობიდან ჰქონდა. მანამდე სურდა, ტრაილერი ემართა, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი ავტობუსის მძღოლობაზე შეაჩერა.

ამბობს, რომ ზუგდიდის ქუჩები მალევე აითვისა და ახლა ეს საქმე, გარდა იმისა, რომ შემოსავლის წყაროა, სიამოვნებას ანიჭებს. იმედოვნებს, რომ სტერეოტიპი, რომლის თანახმადაც, ავტობუსის მძღოლობა ქალის კი არა, „კაცის საქმეა“, მალე სრულად დაიმსხვრევა და ამაში მცირე წვლილი თავადაც შეაქვს.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
05 / მაისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალურჯი ტრანსპორტის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს მუნიციპალიტეტის
05 / მაისი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ სააღდგომო ღვთისმსახურება ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში
04 / მაისი 2024
ზუგდიდში ახალაზრდების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია ,,აგენტების კანონის'' საწინააღმდეგოდ დღეს დასრულებულია.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.