მულტიმედია
მიუსაფარი ძაღლები ზუგდიდის ქუჩებში - გადაუჭრელი პრობლემა (ფოტო)
ზუგდიდის ქუჩებში ადამიანებისგან მიტოვებული ცხოველების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება.

На улицах Зугдиди из года в год увеличивается количество брошенных животных.

სხვადასხვა ჯიშის მიუსაფარ ძაღლებს წააწყდებით ყველგან - ქალაქის ცენტრსა თუ შემოგარენში.

Беспризорных собак самых разных пород можно встретить повсюду - в центре города или на окраине.

სულ უფრო მეტად აწუხებს უსახლკარო ცხოველები ზუგდიდის სოფლებში მცხოვრებ მოქალაქეებსაც.

Бездомные животные все больше беспокоят и жителей Зугдидских сел.

ხშირად ადგილობრივები საკუთარ ცხოველებს სასაფლაოებსა და გზის პირას ტოვებენ.

Местные жители часто оставляют своих животных на кладбищах и на обочинах дорог.

მიტოვებული ძაღლები საკვებს დამოუკიდებლად იშვიათად მოიპოვებენ.

Брошенные собаки редко добывают еду самостоятельно.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით გასულ წელს ზუგდიდის სხვადასხვა საავადმყოფოს 2 753 დაკბენილმა პირმა მიმართა, მათი უმეტესობა ზუგდიდში მცხოვრებია.

По данным Центра общественного здравоохранения, в прошлом году в различные больницы Зугдиди с укусами животных обратились 2 753 человека, большинство из них жители Зугдиди.

წელს (1-ლი იანვრიდან, სექტემბრის ჩათვლით) იმ ადამიანების რაოდენობრივი მაჩვენებელი, რომელმაც ანტირაბიული კაბინეტის მომსახურებას მიმართა, 2 047-ს შეადგენს.

В этом году (с 1 января включая сентябрь) количество лиц, обратившихся за услугами антирабического кабинета, составляет 2 047 человек.

დღესდღეობით მუნიციპალიტეტს არ გააჩნია პრობლემის მოგვარების კონკრეტული სამოქმედო გეგმა.

В настоящее время у муниципалитета нет конкретного плана действий по решению данной проблемы.

გასაჭირში მყოფი ან დაავადებული ცხოველების ბედი მეტწილად ერთეულ ცხოველთა მოყვარულებსა და მოხალისეებზეა დამოკიდებული.

Судьба больных или находящихся в бедственном положении собак, зачастую зависит от отдельных любителей животных и волонтеров.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
27 / აპრილი 2024
მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის სახალხო დ ფოლკლორის თეატრში ანტი-ლგბტ კანონს განიხილავენ.
27 / აპრილი 2024
ზუგდიდის სოფელ კახათის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მანანა მებონია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ის იხსენებს, თუ როგორ გაემგზავრა კახათის სკოლის 20 - მდე მსაწავლებელი ტრაგიკულად დაღუპული ეროვნული მოძრაობის "დუღაბის", მერაბ კოსტავას ხსოვნისთვის პატივის მისაგებად თბილისში.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 19 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 15 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.