მულტიმედია
ფოლკლორისტი, რომელიც ენგურის ორივე მხარეს მეგრული სიმღერის პოპულარიზაციას ცდილობს (ფოტო/აუდიო)
ზუგდიდელი ლოტბარი ბესიკ ჭითანავა რამდენიმე ათეული წელია თაობებს მეგრულ ფოლკლორს ასწავლის. მის გაკვეთილებს დღემდე სხვადასხვა ეროვნებისა და პროფესიის ადამიანები ესწრებიან.

სიმღერის სიყვარული მშობლებისგან და ბებია-ბაბუისგან გამოყვა. 15 წლის ასაკში ანსამბლ ,,ჩელაში’’ ჩააბარა, სადაც დიდი გამოცდილება და ცოდნა დააგროვა.

,,ჩემი უნივერისტეტი, კონსერვატორია და ყველა სასწავლებელი, რაც მსოფლიოში არსებობს, ჩემთვის ეს არის ანსამბლი ,,ჩელა’’, იქ მასწავლეს ყველაფერი’’, - გვითხრა ფოლკლორისტმა.

ბესიკ ჭითანავა 50-მდე სიმღერის ავტორია, მათ შორის არის ,,გვიმარა’’ ,,ფაცხა’’, ,,მეგრული ნანა’’ და ,,ალნარკია’’.

,,35 წელი ვწვალობდი და მაინც ავამღერე ეს სიმღერა ,,ალნარკია’’, მაგრამ უცრემლოდ ვერ ვმღერი ისეთი თემაა, ტყვეთა სყიდვის პერიოდი. ახლახან დავწერე ,,მეგრული ნანა’’ სიმფონიური ორკესტრისტთვის 27 ნოემბერს“, - გვიყვება ის.გვითხრა, რომ ერთ-ერთი მისი ძველი მეგრული სიმღერა ,,ფაცხა’’ უცხოელებმა ოთხ წუთნახევარში ისწავლეს.

,,ისეთი ადამიანები დადიან ჩემთან, რომელთაც პოლიფონია არ გაუგონიათ, მრავალხმიანობასთან შეხება არ ჰქონიათ, ახლა კი სწავლობენ ფოლკლორს და მღერიან. ,,ფაცხას“ ტექსტი ძველია, მუსიკა ჩემია და მთლიანობაში ძალიან ხალისიანი გამოვიდა. ყველა უცხოელსაც ვასწავლი, რომელიც მოდის. სხვათა შორის რეკორდი იყო, ოთხწუთნახევარში ისწავლეს’’, - უთხრა რადიო ,,ათინათს’’ ლოტბარმა.

ჩვენი რესპოდენტი ქარგვის ოსტატი, ხატმწერი, მებაღე-დეკორატორი, მზარეული და ძველი ნივთების კოლექციონერია. მისი დიზაინით შექმნილ ,, ფოლკლორის სახლში’’ ხშირად რეპეტიციებს ატარებს და სხვადასხვა ქვეყნის სტუმრებს განსაკუთრებულად უმასპინძლდება.

ამბობს, რომ ასწავლის და მღერის ყველგან, სადაც კი ამის შესაძლებლობა ექნება.

,,ამაზე კარგს რას ვიზამ, მოზარდმა თუ არ ისწავლა ძველი ფოლკლორული სიმღერები, თაროზე შემოიდება და დარჩება’’.

ფოლკლორის გაკვეთილებს საფრანგეთშიც ატარებდა და მოსწავლეებს იმ ქვეყნის კულტურაზეც უყვებოდა, სადაც ეს მრავალხმიანი სიმღერები დაიბადა.

დიდი სიამაყით გვითხრა, რომ ახლახან ყოფილმა მოსწავლემ მისი ნაჩუქარი 20 წლის წინ ჩაწერილი აუდიო ფირი გამოუგზავნა და უნიკალური ჩანაწერების გაციფრულების ნებართვა სთხოვა.

,,სამი ინგლისელი იყო ჩემს პარიზულ გაკვეთილზე და ახლახანს გამომიგზავნა 2002 წელს ,,ბიბისის’’ ჩაწერილი აუდიო ფირი. ყველა სიმღერის სახელი არ ვიციო, თვითონაც მღერის, გამომიგზავნე სახელწოდებები და შენი ნებართვა თუ იქნება, გამოვცემო. ეს იყო ძალიან ემოციური. შარშან ამაზე დიდი საჩუქარი ჩემთვის არავის გაუკეთებია. მე დაკარგული მეგონა. მიხარია, რომ უცხოეთში მღერიან ჩვენს სიმღერებს, უცხოელები სირთულეებზე გიჟდებიან’’, - გვიყვება ხელოვანი.

მაშინ, როცა აფხაზეთში მეგრული სიმღერა მოზარდებში არც ისე პოპულარული იყო, ბესიკ ჭითანავამ გალში დაიწყო მასწავლებლად მუშაობა, სადაც ანსამბლი ,,მახარე’’ ჩამოაყალიბა და 5-დან 17 წლამდე მოზარდებს ხალხურ სიმღერას ასწავლიდა.

,,გალში ვმუშაობდი ოთხი წელი - 1987 წლიდან 1991 წლამდე, ჩვენი რაიონის თითქმის ყოველ მეორე სკოლაში ვარ ნამუშევარი. გალში მეგრულ სიმღერებს ვასწავლიდი, სასკოლო ოლიმპიადაზე დიდი მოთხოვნა არ იყო მეგრულ სიმღერებზე, უნდა ემღერათ აფხაზური და რუსული. შემიძლია ხმამაღლა ვიყვირო, რომ ბავშვებში მეგრული სიმღერის პოპულარიზაციაში დიდი წვლილი მიმიძღვის’’, - გვითხრა მან.

მიიჩნევს, რომ აფხაზური სიმღერა ხასიათით და სპეციფიკით ყველაზე ახლოს მეგრულ სიმღერებთან არის.

,,აფხაზური და მეგრული სიმღერა ძალიან ახლოს არის ერმანეთთან, დაბოლოებებშია განსხვავება, აფხაზური კვარტაზე მთავრდება, ჩვენთან კვინტაზე მთავრდება და აკაპელა სიმღერები ძირითადად მოდის უნისონში ერთ ხმაზე მთავრდება’’.როგორც ამბობს, დღემდე ყველა მისი კონცერტი და გაკვეთილი აფხაზური სიმღერით იწყება. იმედი აქვს რომ, მოვა დრო, როდესაც ქართველები და აფხაზები ერთად ისწავლიან, შექმნიან და იმღერებენ ტრადიციულ ხალხურ მუსიკას.


ეს პუბლიკაცია მომზადდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ „ათინათი“ და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის შეხედულებებს.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / მაისი 2024
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრაში უკვე 24 საათზე მეტია გრძელდება საძიებო სამუშაოები. მაშველები ადგილობრივებთან ერთად,
03 / მაისი 2024
48 საათიანი პატიმრობის შემდეგ, ზუგდიდელი აქტივისტი, როსტომ ზარანდია თავისუფალია. მან გვითხრა, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია. ზარანდია წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა და მას შემდეგ, რაც ოცდაოთხსაათიანი ვადა ორჯერ ამოიწურა, გამოუშვეს. მისივე თქმით, დაკავების მომენტში, მას პოლიციელებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
03 / მაისი 2024
მესტიის გზაზე, სოფელ ნაკრასთან მსუბუქი ავტომობილი მდინარე ენგურში გადავარდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 3 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.