მულტიმედია
მარიამ კუკავას ევროპული გამოცდილება და "შვილები" - ელი და სასწავლო ცენტრი (ფოტო/ვიდეო)
მარიამ კუკავა 27 წლისაა. მის დადებით თვისებებში ენერგიულობასა და მიზანსწრაფულობას ასახელებს და ფიქრობს, რომ წარმატების მიღწევაშიც სწორედ მიზანდასახულობა დაეხმარა.
მისი ცხოვრების ყველაზე რთულ დროს კი გადაწყვეტილების მიღება გახდა საჭირო - დარჩენილიყო 3 წლის შვილთან ერთად მარტოხელა დედა თუ წასულიყო წინ, განევითარებინა მისი თავი და დათანხმებოდა უნივერსიტეტს, ერთი სემესტრი პორტუგალიაში ესწავლა. 19 წლის გოგონასთვის მისი მიზანი უმთავრესი აღმოჩნდა და ამბობს, რომ ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო.

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სწავლის დროს მოუნდა, რომ საზღვარგარეთ განეგრძო განათლების მიღება.

"ჩემი უნივერსიტეტი დამეხმარა ამ საკითხის ლობირებაში და ერთი სემესტრი გავატარე პორტუგალიაში "პორტოს საერთაშორისო უნივერსიტეტში", ფაქტობრივად, მივიღე ევროპული განათლება, რომელიც ძალიან ღირებულია ჩემთვის.
შეიძლება ითქვას, რაღაც ბარიერები მქონდა, თუმცა, ჩემი აზრით, ძალიან კარგი პერიოდი იყო. ზუსტად ასე რომ მიეწყო ყველაფერს და დაემთხვა. ჩემი გამგზავრების დროს, პირველი რაც იყო, რომ დამეძლია დამოუკიდებლად ცხოვრების შიში. როცა რეგიონში ხარ, შენს ქალაქში ხარ, შენად დაგიგულებს ყველა და მაინც ხელს გიწყობს საზოგადოება. როდესაც ერთ მშვენიერ დილას გაიღვიძებ და ზუგდიდიდან სადღაც შორს, პორტოში ჩასული ახალგაზრდა აღმოჩნდები, ახალ გამოწვევებთან ადაპტაცია გიხდება, ოღონდ ძალიან სწრაფად",
- იხსენებს მარიამი და დასძენს, რომ განათლებასთან ერთად ევროპაში დიდი ცხოვრებისეული გამოცდილებაც შეემატა. მიიღო და შეეჩვია ევროპული ცხოვრების რიტმს, შეუწყო ფეხი და სამშობლოში უფრო თავდაჯერებული და მოტოვირებული ჩამოვიდა, უკვე ახალი მიზნებით. გვიყვება, რომ არცისე მარტივი იყო, თუმცა, თავისივე ხასიათიდან გამომდინარე, არ გასჭირვებია.

"მე, ალბათ, ჩემი პირადი თავისუფლება დამეხმარა იმაში, რომ სწრაფად შევგუებოდი ამ ყველაფერს. ეს იყო ძალიან მაგარი გამოცდილება ჩემთვის, პირველ რიგში, განათლების ხარისხი იყო უმაღლესი დონის და ფაქტობრივად, უსაფრთხო განათლება მივიღე. სრულიად სხვა თვალით დამანახა საზღვარგარეთ ცხოვრებამ და სწავლამ საკითხები. აი, მაგალითად, თანასწორობის მიმართულებითაც, საქართველოში, თუკი გენდერული თანასწორობის კანონები მოიშველიე იმისათვის, რომ შენი უფლებები დაიცვა, როგორც ქალმა, იქ ეს იყო ძალიან ჩვეულებრივი ამბავი. შენი სურვილია, ჩაერთვები, აუწყობ ფეხს თუ არა ამ ყველაფერს და მე, უბრალოდ, მაშინ დანებების უფლება არ მქონდა და ალბათ, ყველაფერთან ერთად იმ მოტივაციამ, რასაც ჰქვია შვილი, უფრო მიბიძგა იმისკენ, რომ მიზანი რეალობად მექცია.

"ერასმუს +"-ის გაცვლითი პროგრამით ერთი სემესტრი გავატარე საზღვარგარეთ. ეს იყო ლინგვისტიკის ფაკულტეტი. ჩემს უნივერსიტეტში მე ინგლისური ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩავირიცხე და დამატებით, მეორე ენა ისწავლებოდა გერმანული, შესაბამისად, ეს მიმართულება მინდოდა.

ზოგადად, ჩემი პროფესია ისეთი არის, რომ მხოლოდ თეორიული სწავლა არ ყოფნის, ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ შენ რაღაცა გასცე, თან ხარისხიანად. შესაბამისად, ჩემთვის რაც კარგი იყო, ეს იყო უცხოელებთან, საერთაშორისო სტუდენტებთან კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე. თავიდან მქონდა ბარიერი, რომ რაღაც სიტყვა შეიძლება არ გამხსენებოდა, ეს ბარიერი მე დავძლიე 1 თვეში. ამის მერე მე ცალკე წავედი გაცვლითი პროგრამით შვედეთში, სადაც სამსახურეობრივად მომიწია რამდენიმე კვირის გატარება",
- ამბობს ჩვენი რესპონდენტი.

უცხოეთში სწავლისა და ცხოვრების გამოცდილებიდან რამდენიმე კონტექსტს განსაკუთრებულად გამოარჩევს, მათ შორის, მეტი თავისუფლება, საკუთარი პოზიციის დაფიქსირების დროს სიმტკიცე, თანასწორობა - ეს ყველაფერი მარიამმა ზუგდიდში ჩამოსვლის შემდეგ საკუთარ გარშემომყოფებს გაუზიარა.

" ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი სტიმული იმისა, რომ ის გამოცდილება, განათლება და ცოდნა, რაც იქ მივიღე, გამეზიარებინა აქ ჩამოსვლის შემდეგ აქაური სტუდენტებისა და ახალგაზრდებისთვის.

ჩამოსვლის შემდეგ დავხურე ბაკალავრი, დავიცავი ჩემი კვლევა, ნაშრომი და მერე უკვე შეხვედრებს ვატარებდი იმ სტუდენტებთან, რომლებიც ადგილზე იყვნენ, რადგან ჩვენს უნივერსიტეტს ყოველწლიურად ჰქონდა ეს პროგრამა და რაც ჩემთვის ღირებული იყო, ვეხმარებოდი ჩემს შემდეგ წამსვლელებს",
- იხსენებს მარიამი.

ცენტრი

გამოცდილება ახალგაზრდა ლინგვისტმა საქმიანობაში გამოიყენა. ახლა მარიამი იმ დღეს იხსენებს, როცა პირველი გაკვეთილი ჩაატარა. ერთხელაც მისმა ლექტორმა უთხრა, რომ პრაქტიკა უნდა გაევლო, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, მის შვილთან.

"ეს ამბავი იმდენად გამიხარდა და ამავდროულად ცოტა შემეშინდა, რადგან პასუხისმგებლობა იყო, ჩემი პროფესორის შვილს ვასწავლი მე, ეს იყო უდიდესი მიღწევა ჩემთვის და ამ ყველაფრიდან ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ისე მოხდა, რომ დღეს მაქვს საკუთარი ცენტრი და ვამეცადინებ მოსწავლეებს ინგლისურ ენაში.

ეს არის ჩემი შვილი, რომელიც არის სამი წლის, გოგონაა, ამ ყველაფერს ისე ვუყურებ, როგორც მშობელი. ზოგადად, ძალიან განვიცდი ხოლმე ყველაფერს. ყოველი ჩემი ცენტრის წარმატება თავისთავად ჩემი სახეა და ვცდილობ, რომ არ ვიყო მონოტონური", -
ასე იწყებს სასწავლო ცენტრზე საუბარს მარიამი.
ცდილობს, საკუთარი მოსწავლეობიდან კარგი პრაქტიკა გააგრძელოს და არასწორი შეცვალოს. მოსწავლეებთან ურთიერთობს, როგორც მეგობრებთან და მათ ყველა კითხვას პასუხობს.

"მინდა, რომ არ შეეშინდეთ მოსწავლეებს შეკითხვის - რატომ?, როგორ? ანუ დასვან, რაც შეიძლება მეტი კითხვა, იყვნენ ცნობისმოყვარეები, რა თქმა უნდა, საკითხის ირვლივ და რაც შეიძლება მეტი ცოდნა წაიღონ ჩემგან. როცა უკან ვიხედები ხოლმე, ვფიქრობ, რამდენად ღირებულია განათლება, ზოგადად, განათლების მიღება და ის ადამიანი, რომელსაც სურს, რომ ყოველთვის განვითარდეს და განათლება მიიღოს. როცა ხედავ, როგორ უცვლის შენი ეს ცოდნა სხვებს რაღაც კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში დამოკიდებულებებს, არის უმაგრესი და უკარგესი რაღაც", - ამბობს ახალგარზდა მასწავლებელი.

"მარიას სკოლაში" 120 მოსწავლე ინგლისურს სწავლობს. გაკვეთილებს 9 საათზე იწყებს და, ძირითადად, საღამოს 8-მდე მუშაობს. ხანდახან, არ ისვენებს კვირა დღესაც. გვიყვება, რომ რთულია, თუმცა პროფესიის სიყვარული ძალას მატებს.

შვილი

მის გრაფიკს ეგუება მარიამის 11 წლის შვილი ელი, რომელიც ასევე, მოსწავლეა "მარიას სკოლაში".
მარიამისთვის ელი ის ადამიანია, რომელმაც ყველა რთული ბარიერი გადაალახინა და გაუმარტივა. ამბობს, რომ დედა-შვილზე მეტად ერთმანეთის მეგობრები არიან და მარიამი მის ყველა ოცნებას, ჰობსა და სურვილებს შვილში აერთიანებს.

"ელი არის უკვე 11 წლის მეექვსე კლასელი გოგო, რომელიც დადის სკოლაში, აქვს საქმეები, საკმაოდ ჯანსაღად და აქტიურად არის ჩართული სასკოლო და სასწავლო პროცესში. მასში ვხედავ საკუთარ თავს ხოლმე. ელი ხატავს, ძალიან უყვარს სიმღერა და ცეკვა. მინდა, რომ მან ნახოს ის, თუ რა შრომას ვდებ , ეს ერთი იქიდან, რომ იცოდეს რატომ ვაკეთებ ამ ყველაფერს. მეორეს მხრივ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისწავლოს. როცა პორტუგალიაში ვიყავი წასული გაცვლითი პროგრამით, მაშინ მე და ელი ძალიან პატარები ვიყავით, შესაბამისად, გვიჭირდა განშორება ერთმანეთთან მაგრამ ეს მომენტი დავძლიეთ., როდესაც ჩამოვედი, არასდროს დამავიწყდება, კიკინები ეკეთა და ჭიშკართნ იდგა, რცხვენოდა მოსვლის და ჩახუტების",
- იხსენებს მარიამი და ასე ჩვენთან საუბარსაც ასრულებს.

ხვალ ახალი დღეა. მარიამი ელის სკოლაში წასასვლელად გაამზადებს და თვითონ სასწავლო ცენტრში წავა. მოსწავლეებს პრაქტიკულ სავარჯიშოებსაც გააკეთებინებს და ევროპულ ღირებულებებზე ისევ მოუყვება, რათა კიდევ უფრო კარგად გაიგონ, რომ სწორედ ეს ფასეულებები შეიძლება ქვეყნის განათლებული და ღირსეეული მომავლის მთავარი განმსაზღვრელი გახდეს.


ეს ვიდეო მომზადდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ [ავტორი] და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის შეხედულებებს.

This video was produced with the financial support of the European Union and UNDP. Its contents are the sole responsibility of [AUTHOR] and do not necessarily reflect the views of the European Union and UNDP.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
28 / აპრილი 2024
რუსეთი ოკუპანტია - ასე მიმართეს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობებმა სპექტაკლის შემდეგ დამსწრეებს.
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 20 °C
img
სოხუმი 22 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 15 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.