რეგიონი
ჩხოროწყუს გამგებელი: ნაკიანსა და ლეწურწუმეში ავტომობილით მოძრაობა სახიფათოა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფლების ნაკიანისა და ლეწურწუმეს საავტომობილო გზებზე მოძრაობა შეფერხებულია. გამგებლის დათო გოგუას ინფორმაციით, გზები თოვლის საფარისგან გაწმენდილია, თუმცა ვითარებას ლიპყინული ართულებს. მისივე თქმით, აღნიშნულ გზებზე მსუბუქი ავტომობილით გადაადგილება სახიფათოა და მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობაა რეკომენდებული.

"მოსახლეობა გავაფრთხილეთ, რომ თავი შეიკავონ გაადადგილებისგან. ამ სოფლების რთულ მონაკვეთებზე ტექნიკური მარილის დაყრას, დაახლოებით, ერთ საათში დავიწყებთ", - უთხრა რადიო "ათინათს" დათო გოგუამ.

ამასთან, სოფელ ნაკიანს ელექტროენერგია არ მიეწოდება. გამგებლის ცნობით, "ენერგო-პრო ჯორჯიას" თანამშრომლები პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობენ და მოსახლეობას დენის მიწოდება უახლოეს საათებში უნდა აღუდგეს.

დიდთოვლობის გამო, გამგეობის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობას საშუალება აქვს, ცხელი ხაზის მეშვეობით, გამგებელ დათო გოგუას ( ტელ: 599 85 65 77) დაუკავშირდნენ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
01 / მაისი 2024
30 აპრილის ღამეს თბილისში "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ზუგდიდელი აქტივისტი როსტომ ზარანდია ამ დროისთვის თბილისში, ზაჰესის დროებითი დაკავებვის იზოლატორშია მოთავსებული.
01 / მაისი 2024
წალენჯიხის მერის გიორგი ხარჩილავას და მისი მოადგილეების ინფორმაციით, წალენჯიხიდან მოქალაქეების ნაწილი უკვე გაემგზავარა თბილისში, დღეს მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დასასწრებად და „აგენტების„ კანონთან ერთად, იმ მოვლენების გასაპროტესტებლად, რაც გუშინ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხდებოდა.
01 / მაისი 2024
აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას ცოლი, ნინო მატკავა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რითაც თბილისში და საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და „აგენტის“ კანონის საწინააღმდეგო პროტესტს ეხმაურება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 23 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 15 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.