ახალი ამბები
ზუგდიდის სასამართლომ მოქალაქესა და ეკლესიას შორის სადავო საქმის განხილვა დაიწყო (ვიდეო)
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში წალენჯიხის რაიონის სოფელ ჭალეს მკვიდრის ვალტერ აქუბარდიას საჩივრის საფუძველზე პირველი პროცესი გაიმართა. მოსარჩელე რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა და განხილვაში მოსარჩელის სტატუსით მისი და თინატინ აქუბარდია ჩაერთო.

სარჩელით აქუბარდიები მათი სახლის ეკლესიისთვის ჩუქების აქტის ბათილად ცნობას ითხოვენ, რადგან, მათი მტკიცებით, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ ვალტერ აქუბარდიასთვის მიცემული პირობა დაარღვია და ნაჩუქარი სახლის ადგილზე ბერების სალოცავის აშენების ნაცვლად ტერიტორია სახელმწიფო ელექტროსისტემას მიჰყიდა.



სხდომაზე მოპასუხე მხარის, ეკლესიის ადვოკატებმა ედიშერ ქარჩავამ და მაია დემეტრაძემ დავაში მესამე მხარედ სახელმწიფო ელექტროსისტემის ჩართვა მოითხოვეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსარჩელე მხარეც დაეთანხმა. მოსამართლის ირაკლი აბშილავას გადაწყვეტილებით, სააქციო საზოგადოება დავაში ჩაერთვება.

პროცესზე არ იმყოფებოდა კიდევ ერთი მოპასუხე, წალენჯიხაში ერთ-ერთი ეკლესიის მოძღვარი კახა მარღანია. 

გარდა ამისა, მოსამართლემ მოწმის სახით აღნიშნულ სახლში მცხოვრები ვლადიმერ განიჩის დაკითხვის შუამდგომლობაც დააკმაყოფილა, თუმცა არ დაეთანხმა მოსარჩელეების შუამდგომლობას სხვა მოწმეების დაკითხვასთან დაკავშირებით, რომლებიც, თინათინ აქუბარდიას მტკიცებით, სასულიერი პირებსა და მის ძმას შორის დადებული პირობის შესახებ ინფორმაციას ფლობენ.



პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი მოსარჩელე მხარემ და ადვოკატებმა გააკეთეს. აქუბარდიას თქმით, ის ადგილობრივი ეკლესიის მღვდელის კახა მარღანიას დასჯას და ეკლესიიდან მის მოკვეთას მოითხოვს, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.

„ჭალეში არ გავაჩერებთ, მრევლი გვერდში დამიდგება. ის მეუფე გერასიმეს მითითებების შემსრულებელია“, - თქვა აქუბარდიამ.

თავის მხრივ, ეკლესიის ინტერესების დამცველი ედიშერ ქარჩავა ამბობს, რომ ტერიტორია არა სრულად, არამედ ნაწილობრივ არის გასხვისებული. რაც შეეხება პირობას, ქარჩავას ცნობით, იურიდიულად არავითარი პირობა არ არსებობს გარდა იმისა, რომ სადავო სახლში ვლადიმერ განიჩს უნდა ეცხოვრა და ეკლესიას უნდა ეზრუნა მასზე.


„ შემიძლია გითხრათ, რომ ეკლესიას აქვს სურვილი და დაგეგმილია, რომ ამ ტერიტორიაზე ფუნქციონირება დაიწყოს ეკლესიამ სამართლებრივი და კანონიკური ნორმების დაცვით. როგორც ვიცი, პირობა არ არსებობდა, მაგრამ ეკლესიას აქვს ასეთი სურვილი. დარჩენილ ქონებას ეკლესია გამოიყენებს თავის მიზნების განხორციელებისთვის, როგორც ეს ხელშეკრულებაში წერია“, - თქვა ქარჩავამ.

ჭალეში ელექტროგადამცემი ხაზები კომპანიებს „ენერგოტრანსსა“ და „კავკასენერგოს“ ერთობლივად გაჰყავთ. მოსახლეობამ აღნიშნულთან დაკავშირებით აქცია არაერთხელ გამართა. სამუშაოები აქუბარდიების მიერ ეპარქიისთვის ნაჩუქარ სადავო ტერიტორიაზეც მიმდინარეობს, რასაც აქუბარდიები აპროტესტებდნენ. მოგვიანებით, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ სოციალურ ქსელ „facebook”-ზე სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც მღვდელი ანდრია კემულარია ამბობდა, რომ ეპარქია შემოწირულობას აქუბარდიების ოჯახს დაუბრუნებდა.


განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ 2009 წელს ვალტერ და ია აქუბარდიების მიერ შემოწირულ ჭალეში მდებარე სახლში, ოჯახის სურვილით, უნდა დაარსებულიყო მონასტერი, თუმცა ფინანსური და სხვა მიზეზების გამო ეს ვერ მოხერხდა. 
ამავე თემაზე:

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია: უარს ვაცხადებთ ასეთ შემოწირულობაზე და ვუბრუნებთ აქუბარდიებს (ვიდეო)

მოსახლეობის მოთხოვნები „ენერგოტრანსის“ მიმართ და პრეტენზიები ეპარქიისადმი - აქცია ჭალეში (ვიდეო)
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
26 / აპრილი 2024
ზუგდიდის საკრებულოს "ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატმა თაზო ფაცაციამ ანტი-ლგბტ კანონპროექტის განხილვაზე თქვა, რომ აუცილებელია "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის
26 / აპრილი 2024
ზუგდიდში "ქართული ოცნების" მიერ ლგბტ პროპაგანდის კანონპროექტის განხილვისას აქტივისტის ცაბუნია ვართაგავას მიერ დასმულმა შეკითხვამ და კომენტარმა იქ შეკრებილ საზოგადოებაში ხმაური გამოიწვია. მათ ვართაგავას მიმართა
26 / აპრილი 2024
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბიჭვინთის „სახელმწიფო აგარაკის“ რუსეთის ხელისუფლებისთვის გადაცემის საკითხს „წერტილი დაესვა“. ამის შესახებ ასლან ბჟანიამ აფხაზურ ტელევიზიას უთხრა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 31 °C
img
სოხუმი 28 °C
img
ფოთი 25 °C
img
მესტია 19 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.