ახალი ამბები
ყინულის სახლის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება დასრულდა
ზუგდიდში ყინულის სახლის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება დღეს დასრულდა. შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ტენდერში მონაწილე მხოლოდ ერთი სუბიექტი შპს „კელვინი“ ფიქსირდება.

სავარაუდოდ, ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობა სწორედ ამ ერთადერთმა პრეტენდენტმა მიიღო, ან ეს ის კომპანიაა, რომელმაც ფასის ყველაზე ნაკლები ბიჯი დააფიქსირა.

შპს კელვინი ის კომპანიაა, რომელმაც წინა ტენდერში დისკვალიფიკაცია მიიღო. მაშინ დირექტორმა ზურაბ ომიაძემ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ საუბარი იყო არასწორ შევსებასა და წვრილმანზე და მონაწილეობის მიღებას ისევ აპირებდა.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, დაგეგმილია ყინულის მოედნის ნაწილის სადემონტაჟო სამუშაოები, გაყინვის სისტემების მოწყობილობების გამოცვლა-მონტაჟი, ასევე, განათებისა და გახმოვანების მოწყობა. რეაბილიტაციისთვის კი 407 830 ლარია გამოყოფილი.

ამავე ინფორმაციით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან სამ თვეში უნდა დაასრულოს, შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა კი სამი წელია.

ამავე თემაზე:

რატომ გამოცხადდა ხელახლა ტენდერი ყინულის სახლის რეაბილიტაციაზე
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
01 / მაისი 2024
ზუგდიდის საკრებულოს წევრი, ფრაქცია “ახალის” თავმჯდომარე მაია კალანდია და “დროას” აქტივისტი მარიამ სიჭინავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
01 / მაისი 2024
თბილისში მიმდინარე აქციაზე, პოლიციამ ზუგდიდელი აქტივისტი, როსტომ ზარანდია დააკავა.
01 / მაისი 2024
ზუგდიდის მერიის წინ მოქალაქეები იკრიბებიან. ისინი თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანებიან.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.