ახალი ამბები
ბაგრატ ღვინჯილია: კომპანია გავაჩერო იმის გამო, რომ ჩემი ბიძაშვილი საკრებულოს თავმჯდომარეა?
შპს წალენჯიხის საგზაო სამმართველოს დირექტორი ბაგრატ ღვინჯილია ამბობს, რომ მისი კომპანიის მიერ წალენჯიხაში ტენდერების მოგებაში კორუფციის ნიშნები არ არსებობს. როგორც ღვინჯილიამ რადიო „ათინათს“ უთხრა, კომპანია ტენდერებს კეთილსინდისიერად იგებს და იმას, რომ საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია მისი ბიძაშვილი და ბიზნესპარტნიორია, აღნიშნულთან კავშირი არ აქვს.

„ამის გამო მე კომპანია გავაჩერო? 20 წელია, ეს კომპანია მუშაობს, ყოველთვის ვიღებდით ტენდერებში მონაწილეობას და ვიგებდით კიდეც. 40 წელია, თემური ჩემი ბიძაშვილია და მერე რა?“, - გვითხრა ღვინჯილიამ.

თავის მხრივ, საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია რადიო „ათინათის“ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

დღეს, პირველ ოქტომბერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოაქვეყნა მონიტორიგნის ანგარიში, რომელშიც აღნიშნულია, რომ წალენჯიხაში ტენდერებს საკრებულოს თავმჯდომარის, თემურ ღვინჯილიას მოგვარისა და ბიზნესპარტნიორის, ბაგრატ ღვინჯილიას კომპანია იგებს. ორგანიზიაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნული შემთხვევა კორუფციის სავარაუდო ნიშნებს შეიცავს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
19 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-22 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია უმეტესად თბილი და უნალექო ამინდი.
19 / აპრილი 2024
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებთან დაკავშირებით სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს",- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების
19 / აპრილი 2024
2023 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ცხელი ხაზი 374-ჯერ გააქტიურდა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში ვკითხულობთ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.