ახალი ამბები
ენმ-ის წევრმა ზუგდიდის მერს პროკურატურაში უჩივლა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარემ გეგა შენგელიას წინააღმდეგ სარჩელი პროკურატურაში შეიტანა. ანი წითლიძე ზუგდიდის მერს "ვისოლ ჯგუფის" დამფუძნებელთან სოსო ფხაკაძესთან კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. ის ამბობს, რომ შენგელიამ "ვისოლის" შვილობილი კომპანია ყველა ვალდებულებისგან გაათავისუფლა და ნაკვეთს, რომელზეც ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებით საერთაშორისო ბრენდის რესტორანი უნდა აშენებულიყო, სტატუსი შეუცვალა. საუბარია ზუგდიდში, კედიას ქუჩაზე, სახანძროს ყოფილი შენობის ტერიტორიაზე არსებულ ნაკვეთზე, რომელიც საჯარო რეესტრის მონაცემებით შპს ''ზუგდიდი პალასის'' მფლობელობაშია. 

"ერთადერთი, რაც არჩევიდან ერთი წლის განმავლობაში შეეძლო ღირსეულად და წარმატებით გაეგრძელებინა გეგა შენგელიას არის ქართული ოცნებიდან სხვა მერების კორუფციული გარიგებები, გადმოიბარა ეს კორუფციული ესტაფეტა ზუგდიდელების ხარჯზე. სწორედ მისი პირადი კორუფციული დაინტერესებით სახელმწიფო ვალდებულებით დატვირთულ მიწას, შეეცვალა ფუნქცია. მან გაათავისუფლა კომპანია "ვისოლის" შვილობილი კომპანია ყველა ვალდებულებისგან და მიანიჭა ამ მიწას კომერციული სტატუსი. აქ უნდა აშენებულიყო საერთაშორისო ბრენდის რესტორანი, დასაქმებულები იქნებოდნენ ზუგდიდელები, თუმცა ახლა აქ აშენდება მრავალბინიანი კორპუსი. ამას ჰქონდა ერთადერთი მიზეზი - ის რომ "ვისოლი" და ბატონი ფხაკაძე არიან ოფიციალური შემომწირველები "ქართული ოცნების". ყველა მასალას გადავცემთ პროკურატურას და მინდა მივმართო ბატონ ფხაკაძეს, აქტიური მხარდამჭერია ქართული ოცნების და ამიტომ გასდის ეს ყველაფერი ზუგდიდელებთან - ის რასაც თქვენ აკეთებთ ახლა ზუგდიდში ამ მიწასთან დაკავშირებით არის უბრალოდ ნაძირლობა, ტყუილად გგონიათ რომ შეგიძლიათ იყიდოთ ყველა, როგორც იყიდეთ წინამორბედი მერები და საკრებულოს წევრები - მომდევნო ხელისუფლება ამას აუცილებლად გამოიძიებს", - უთხრა წითლიძემ ჟურნალისტებს.  

ენმ-მ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში ზუგდიდის მერის წინააღმდეგ განცხადება გასულ კვირასაც შეიტანა. ანა წითლიძის განმარტებით, ისინი გამოძიების დაწყებას ითხოვენ მერიის და კომპანია  m2 – ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე. საუბარია ყინულის მოედნის ტერიტორიაზე, სადაც სასტუმროს მშენებლობაა დაგეგმილი.  

ქალაქ ზუგდიდის მერიასა და "ვისოლ ჯგუფს" შორის 2015 წელს დადებული ხელშეკრულების პირობების თანახმად, კომპანიას კედიას ქუჩაზე, საერთაშორისო ბრენდის სავაჭრო ობიექტი უნდა აეშენებინა, სადაც 1 500 000 დოლარის ინვესტიციას განახორციელებდა და დაასაქმებდა 70 ადამიანს. მოგვიანებით "ვისოლ ჯგუფს" ეს ვადა გაუხანგრძლივდა, ასევე მოეხსნა დასაქმების ვალდებულება. 

2019 წლის აგვისტოში კი „ვისოლ ჯგუფს“ ხელშეკრულების ვადა კიდევ ორი წლით გაუხანგრძლივდა. ამასთან, მის შვილობილ კომპანიას "ვენჯორჯიას" და მერიას შორის ახალი ხელშეკრულება დაიდო, რომლის თანახმადაც, „ვენჯორჯიამ“ კედიას 1-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი უნდა ააშენოს. კორპუსის პირველ სართულზე კი სწრაფი კვების რესტორანი „დანკინ დონატსი“ განთავსდება. 

კედიას ქუჩაზე ათსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა იქ მცხოვრებმა მოსახლეობამ რამდენიმე თვის წინ გააპროტესტა. ისინი აცხადებდნენ, რომ ახალი კორპუსი მათ სახლებს დაჩრდილავს, გარდა ამისა, ბავშვებს არ ექნებათ სათამაშო სივრცე.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
27 / აპრილი 2024
მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის სახალხო დ ფოლკლორის თეატრში ანტი-ლგბტ კანონს განიხილავენ.
27 / აპრილი 2024
ზუგდიდის სოფელ კახათის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მანანა მებონია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ის იხსენებს, თუ როგორ გაემგზავრა კახათის სკოლის 20 - მდე მსაწავლებელი ტრაგიკულად დაღუპული ეროვნული მოძრაობის "დუღაბის", მერაბ კოსტავას ხსოვნისთვის პატივის მისაგებად თბილისში.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 24 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ფოთი 19 °C
img
მესტია 17 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.