ახალი ამბები
ადგილობრივები სამეგრელოში სტიქიის შედეგებზე საუბრობენ და დახმარებას ითხოვენ
სამეგრელოში სტიქიის შედეგებს სწავლობენ და ზარალს ითვლიან. გადაუღებელი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობისგან რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი დაზარალდა, განსაკუთრებით კი სენაკი და აბაშა. დაზიანდა ხიდები, გზები, ნაპირსამაგრები. დაიტბორა მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების და საკარმიდამო ნაკვეთების ნაწილი. დაზარალებული მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალის მიმდებარე სენაკის სოფელ თეკლათის მცხოვრებლები ყვებიან, რომ გუშინ მოვარდნილმა წყალმა და ადიდებულმა მდინარემ მათ სახლებში შეაღწია, რის გამოც, ისინი იძულებულები იყვნენ ღამე მეზობლებთან გაეთიათ.

"შემოვიდა წყალი, უცებ სირბილით წავედი მეზობელთან, იქ ორსართულიანია სახლი, ზემოთ ვიყავით, იქაც შევიდა წყალი, ლოგინები, ყველაფერი გამიფუჭდა... არაფერი არ მაქვს.... ცარიელი სახლია", - ამბობს თეკლათის მცხოვრები ლუდმილა შენგელია

ადგილობრივები თქმით, მოვარდნილმა წყალმა მათ სახლებში დააზიანა ავეჯი, ტექნიკა, ასევე, დახოცილია შინაური ფრინველები და ცხოველები.

"5 წუთში წყალი მოვარდა. ქათმები დაიხრჩო, წიწილები დაიხრჩო, სიმინდი გაფუჭდა, სავარგული ყველა გაფუჭებულია. - ამბობს ადგილობრივი მზია გვარამია. მისი თქმით, შარშან ივნისის 24-ში იყო იყო მსგავსი წყალმოვარდნა, თუმცა, "წელს კიდევ უფრო მაღალი იყო წყალი და უფრო სწრაფად დატბორა სახლები და ეზოები.

სტიქიის გამო, გაზსადენის ცენტრალური მაგისტრალია დაზიანებული, რის გამოც გაზმომარაგება შეუწყდა ხობს, ზუგდიდსა და წალენჯიხას, წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალის დაზიანებამ კი წყლის გარეშე დატოვა სენაკისა და ფოთის 32 ათასი აბონენტი.

სამეგრელო - ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, შესაბამისი კომისიები დილიდან მუშაობენ სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დასათვლელად. ამავე ცნობით, რეგიონში კრიტიკული ინფრასტრუქტურის უმოკლეს დროში აღსადგენად, შექმნილია საგანგებო შტაბები და მუშაობენ შესაბამისი სამსახურები.


ამავე თემაზე:

სტიქია სამეგრელოში - ყველა მუნიციპალიტეტში პრობლემებია

სენაკისა და ფოთის აბონენტებს წყალმომარაგება შეუწყდათ (ვიდეო)

ძლიერმა წვიმამ ჩხოროწყუში პრობლემები შექმნა (ფოტო)

სამეგრელოში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან

სამეგრელოში სტიქიასთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა - ადმინისტრაცია


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
28 / აპრილი 2024
რუსეთი ოკუპანტია - ასე მიმართეს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობებმა სპექტაკლის შემდეგ დამსწრეებს.
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.