ახალი ამბები
თემურ კარბაია გალის სოფელ წარჩეში დაკრძალეს
დღეს, 16 დეკემბერს, გალის სოფელ წარჩეში დაკრძალეს თემურ კარბაია, რომელიც 9 დეკემბერს სოხუმის საავადმყოფოში გარდაიცვალა, ინფორმაციას „მოძრაობა აფხაზეთისთვის" ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცხედარს გუშინ ჩაუტარდა ექსპერტიზა, რომელიც ადასტურებს, რომ მამაკაცი ცემისგან მიყენებული დაზიანებებისგან გარდაიცვალა.

„დღეს აფხაზეთში, გალში - სოფელ წარᲩეᲨი. მიწას მიაბარეს ე.წ. მილიციელების - ზარაქუა, კვეკვესქირი და აბშილავას მიერ ცემით მოკლულ ვიტალი კარბაია. ჩვენი ინფორმაციით გუშინ საღამოს გალის რაიონის ხელმძღვანელის მიერ იყო მოთხოვნა, ჩატარებულიყო ექსპერტიზა, რომელიც ჩაუტარდა. ექსპერტიზამ დაამტკიცა ცემის შემდგომ მიყენებული დაზიანების შედეგად გარდაცვალება“, -  ვკითხულობთ მოძრაობის ფეისბუკგვერდზე.

კარბაიას სიკვდილის შესახებ 9 დეკემბერს გახდა ცნობილი . 43 წლის მამაკაცის ოჯახის წევრების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე, რომელიც დედასთან ერთად გალში ცხოვრობდა, ე.წ. მილიციამ გააჩერა და სასტიკად სცემა. მიყენებული ტრავმებით იგი კლინიკაში გარდაიცვალა.

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი, თუმცა არაფერი უთქვამთ თემურ კარბაიას უკანონოდ დაკავების მცდელობაზე.

დე ფაქტო სუს- ის მიერ ოკუპირებულ გალში საქართველოს მოქალაქის თემურ (ვიტალი) კარბაიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გალის მცხოვრებმა დროებითი მოთავსების იზოლატორში თვითდაზიანება სცადა. უწყებამ შესაბამისი ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო "აიაშარას" მოთხოვნის პასუხად მიაწოდა და დასძინა, რომ კარბაიას გარდაცვალების საქმეს „შესაბამისი სამსახურები სწავლობენ“.

გალში მილიციის მიერ ნაცემი საქართველოს მოქალაქის დაღუპვა რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ტრაგიკული შეხსენებაა, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. 

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მოქალაქის, თემურ კარბაიას გარდაცვალების ფაქტზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს და მოუწოდებს ხელისუფლებას, ასევე საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვით ორგანიზაციებს ეფექტიანი გამოძიებისთვის მაქსიმალური ძალისხმევისკენ.














Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
03 / მაისი 2024
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრაში უკვე 24 საათზე მეტია გრძელდება საძიებო სამუშაოები. მაშველები ადგილობრივებთან ერთად,
03 / მაისი 2024
48 საათიანი პატიმრობის შემდეგ, ზუგდიდელი აქტივისტი, როსტომ ზარანდია თავისუფალია. მან გვითხრა, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია. ზარანდია წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა და მას შემდეგ, რაც ოცდაოთხსაათიანი ვადა ორჯერ ამოიწურა, გამოუშვეს. მისივე თქმით, დაკავების მომენტში, მას პოლიციელებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
03 / მაისი 2024
მესტიის გზაზე, სოფელ ნაკრასთან მსუბუქი ავტომობილი მდინარე ენგურში გადავარდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.