ახალი ამბები
პრეზიდენტმა საქართველოს ახალი წელი ენგურის ხიდიდანაც მიულოცა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოსახლეობას ახალი წელი ენგურის ხიდიდან და პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიულოცა.

საახალწლო მილოცვისას ზურაბიშვილმა თქვა, რომ ენგურის ხიდი არის ადგილი, რომელიც აფხაზეთს დანარჩენ საქართველოსთან აერთიანებს და იქ უნდა იდგეს ყველაზე დიდი ნაძვის ხე, რომელსაც ხიდის ორივე მხრიდან დაინახავენ.

მან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსსა და გასული წლის ტრაგიკულ მოვლენებზეც ისაუბრა.

ვიდეო მილოცვა ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა.

“გილოცავთ ახალ წელს, 2024 წელს. გილოცავთ იმ ადგილიდან საქართველოში, რომელიც დღეს არის ყველაზე ჩამქრალი. აქ არცერთი დიდი ნაძვის ხე არ ანთია და აქ უნდა ენთოს ყველაზე მაღალი და ყველაზე ლამაზი ნაძვის ხე, რომელსაც უნდა უყურებდნენ ამ ხიდის ორივე მხრიდან. რამეთუ ეს ხიდი არის ის, რაც გვაერთიანებს, რაც აერთიანებს აფხაზეთსა და დღევანდელ სტატუს მიცემულ საქართველოს.გილოცავთ იმ ადგილიდან, სადაც დგას ყველაზე მაღალი და ყველაზე განათებული ნაძვის ხე. გილოცავთ ორბელიანების სასახლიდან, პრეზიდენტის სასახლიდან, რომელიც დგას, როგორც სახელმწიფო სიმბოლო და როგორც, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენი, ყველას ერთიანობის სიმბოლო - აფხაზების, ცხინვალის მცხოვრებლების, ჩვენი დიასპორის მოქალაქეების. ეს არის ის ადგილი, სადაც ყველასი, თქვენი სახლია, თქვენი სახელმწიფოა.ჩვენ როცა ვამბობთ: „ერთიანობა“, ეს არის ის, რაც ყველაზე ძვირფასი გაგვაჩნია. მინდა, რომ სწორედ ამ ერთიანობით მოგილოცოთ ის, რაც ყველას მიღწევაა ამ წელს - სტატუსის მინიჭება, ევროპის გზის ნამდვილი გახსნა.ამით ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, რა სიძნელეები, რა მტკივნეული მომენტები იყო 2023 წელს. არ გვავიწყდება არც რაჭაში შოვის ტრაგედია, არც გურიის ტრაგედია, არც ყოველდღიური ტრაგედია, რაშიც ცხოვრობენ ჩვენი მოქალაქეები საოკუპაციო ძალების ყოველწუთიერ ზეწოლის ქვეშ. ჩვენ არ გვავიწყდება ეს ყველაფერი და ამით ვცხოვრობთ, რომ ეს არ განმეორდეს.არც ის არ გვავიწყდება, რომ ეს წელი იყო 8 მარტის წელი, ასევე, ჩვენი ერთიანობის. ეს იყო 8 ნოემბრის წელი, ერთიანი გამარჯვების. ამდენად ამ წელს ვასრულებთ დიდი იმედით, რომ 2024 წელი იქნება კიდევ უფრო წარმატებული, იქნება, ასევე, ჩვენი ერთიანობის წელი, სადაც ჩვენ მივხვდებით იმას, რომ სხვადასხვა აზრების ჭიდილი არ ნიშნავს ერთმანეთთან ბრძოლას. ეს არის რაც უნდა ვისწავლოთ ამ საარჩევნო წელიწადში, რომელიც ახლა იწყება, რომ ჩვენ შევძლოთ ერთიანობა მაინც შევინარჩუნოთ და თავისუფლებასა და სამართლიანობასაც გავამარჯვებინოთ. მე ამას გისურვებთ და ვიქნები ამის სადარაჯოზე თქვენთან ერთად.გისურვებთ თქვენს ოჯახებთან ერთად ჯანმრთელობას პირველ რიგში, ბედნიერებას და ყველანაირ წარმატებას თქვენთვის და ქვეყნისთვის“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
დღის სიახლეები
02 / მაისი 2024
GLC-ის სკოლის მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა პროექტის, "იდეა შესაძლებლობაა" ფარგლებში გამართული საქველმოქმედო ღონისძიებიდან შემოსული თანხით საკვები პროდუქტები შეიძინეს და მრავალშვილიან ოჯახებს გადასცეს.
02 / მაისი 2024
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმიანება.
01 / მაისი 2024
არქიმანდრიტი შიო (კვარაცხელია) მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აქვეყნებს პოსტს, რომელშიც სახარებიდან იუდეის მეფე ჰეროდეს ამბავს ახსენებს:
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 18 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.